კახეთში კორონავირუსი შსს-ს 2 თანამშრომელს დაუდასტურდა
კახეთში, კორონავირუსი ოთხ ადამიანს დაუდასტურდა, აქედან ორი შსს-ს თანამშრომელია. კოვიდ ინფიცირებულ პირებს უახლოეს საათებში, სპეციალიზებულ კლინიკებში გადაიყვანენ.
"ოთხი ახალი შემთხვევიდან, ერთი არის მატანში, ქორწილის კლასტერიდან, ის იყო თვითიზოლაციაში. ერთი შემთხვევაა ლაგოდეხში, ხოლო ორი ახალი შემთხვევაა სიღნაღში. გამოვლენილი პაციენტები არიან ქალბატონები, რომლებიც გამოვლენილია გეგმიური ტესტირების შედეგად. ეს შემთხვევა არის შინაგან საქმეთა სამინისტროს სიღნაღის სამმართველოში და წყარო არის დაუდგენელი. ეპიდემიოლოგები მუშაობენ ყველგან, სადაც კოვიდ- 19 გამოვლინდა. რაც შეეხება გურჯაანის, 63 კონტქატს, ყველა პასუხი უარყოფითია" -ამბობს ხიზანიშვილი.
ტესტირება გრძელდება ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანშიც, სადაც სამედიცინო პუნქტი, 14 სექტემბერს განთავსდა. ბიოლოგირი მასალა კვლევისათვის, ეტაპობრივად იგზავნება.
წყარო:newposts.ge