თეგებით ძიება
18. 09. 2020 News-ები

სამხრეთ კორეის ხელისუფლება ეკლესიას კორონავირუსის გავრცელების ხელშეწყობაში ადანაშაულებს და ჯარიმის სახით მილიონობით დოლარის გადახდას სთხოვს

სამხრეთ კორეაში, ქალაქი სეულის ადგილობრივი მთავრობა “სარანგე ჯეილის“ ქრისტიანული ეკლესიისგან და აგრეთვე მისი წინამძღვრისგან 4 მილიონი ამერიკული დოლარის გადახდას ითხოვს კომპენსაციის საით. საუბარია კორონავირუსის პანდემიის პირველი ტალღის პერიოდში ინფექციასთან ბრძოლაში ხელის შეშლასა და ზარალის მოყენებაზე.

მთავარობა აცხადებს, რომ აპირებენ ეკლესიის წინააღმდეგ შეიტანონ სასამართლოში სარჩელი. მათი თქმით, აღნიშნული რელიგიური მრწამსის მიმდევრები არ ემორჩილებიან სოციალური დისტანცირების რეგულაციებს, აფერხებენ მასობრივი ტესტირების, აგრეთვე კონტაქტების გამოვლენას. მაღალჩინოსანთა თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს ეკლესია მრევლის შესახებ სიას არ აწვდის, რაც უფრო მეტი ინფიცირებულთა კლასტერის საფრთხეს წარმოქმნის.

ადგილობრივი ჟურნალისტების მიერ მოპოვებული ინფორმაციით, კოვიდ 19-ის ლოკალური „ეპიდაფეთქება“ გამოიწვია აგვისტოში ეკლესიის მრევლის მიერ ჩატარებულმა საპროტესტო აქციამ, რამაც ხელი შეუწყო ინფექციის გავრცელებას ქვეყანაში.

ჯანდაცვისა და ეკონომიკის სექტორის ხელმძღვანელი პირების გაანგარიშების ინფექციის ახალმა წყარომ ქვეყნანა 11.3 მილიონი დოლარით აზარალა. ზემოხსენებული ეკლესიის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას და აგრეთვე კომპენსაციის გადახდას ითხოვს სამედიცინო-სადაზღვევო სამსახური.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა