ხვიჩა მღებრიშვილის ტყვეობა დღეს დასრულდება - ოკუპანტები დაკავებულს საპყრობილიდან რამდენიმე სთ-ში გაათავისუფლებენ
ოკუპანტებისგან დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილი ცხინვალის იზოლატორს დღეს დატოვებს. ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ირაკლი ანთაძე ადასტურებს, რომელიც მონაწილეობას პირადად იღებდა ერგნეთის შეხვედრაში.
ირაკლი ანთიძე ამბობს, რომ სხვა გატაცებულებთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოლაპარაკებები საოკუპაციო რეჟიმთან და იმედოვნებს, რომ მალე მოხერხდება მათი გათავისუფლება.
ანძიძემ ზაზა გახელაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე განაცხადა, რომ გაუმჯობესებულია. მან ასევე კომენტარი გააკეთა ოკუპანტების მხრიდან საჰაერო სიცრცის დარღვევის ფაქტზე და დესტრუქციული უწოდა. როგორც ანთიძე ამბობს, ამ ფატქს თვალს თავად ადევნებდა და ეს ნახეს ევროკავშირის წარმომადგენლებმაც.