ოპოზიცია ცესკოს არჩევნების გაყალბების ხელშეწყობაში ადანაშაულებს
"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" ცესკოსთან წინასაარჩევნო კამპანიის არასამართლიან გარემოში მიმდინარეობა გააპროტესტა. როგორც ადგილზე შეკრებილები აცხადებენ, მათ მუშაობის საშუალება არ ეძლევათ.
აქციის მონაწილეებმა თამარ ჟვანიასთან შეხვედრაც მოითხოვეს, თუმცა ცესკოს თავმჯდომარე მათ მოთხოვნას არ დათანხმდა.
"თამარ ჟვანისგან ვითხოვთ, რომ შეხვდეს საარჩევნო კომისიის წევრებს და მოისმინოს თუ როგორ არ ეძლევათ მათ მუშაობის საშუალება. არ აძლევენ მათ საშუალებას საარჩევნო კომისიის მუშაობას დააკვირდნენ. ცენტრალური საარჩევნო კომისია ხელისუფლების უზურპირებას ცდილობს და ფაქტობრივად ქართული ოცნების შტაბად გადაიქცნენ"- განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
წყარო:newposts.ge