თეგებით ძიება
28. 09. 2020 News-ები

ერთადერთი რასაც ქვების სროლით იზავენ გახლავთ საკუთარი თავის ბოლომდე ჩატოვება უკან წარსულში - დავით ბაქრაძე

ევროპული საქართველოს ლიდერი, დავით ბაქრაძე, ხელისუფლების ძალადობრივ კამპანიას ეხმაურება.

დავით ბაქრაძის თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლები, ქართული ოცნების წევრები, სიპ-ებისა და აიპ-ების თანამშრომლები ახორციელებენ ორგანიზებულ ფიზიკურ ძალადობას ოპონენტების წინააღმდეგ.

ბაქრაძემ აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ გაამკაცრა საარჩევნო კოდექსი, არ ხდება ამგვარი ფაქტების გამოძიება და ერთადერთი რასაც ამგავრი ქმედებებით მიაღწევს ხელისუფლება, არის საკუთარი თავის უკან, წარსულში ჩატოვება.

„საარჩევნო კამპანის ნელ-ნელ კრეფს ტემპს და ჩვენი საზოგადოება უკვე მომსწრეა იმ ძალადობრივი სცენარის, რომელიც კარგად გვახსოვს წინა არჩევნებიდან. უკვე ვხედავთ, რომ ქართული ოცნება იყენებს იგივე მეთოდებს, ეს არის ქართული ოცნების წევრების, მათი აქტივისტების, სხვადასხვა გამგეობებში, სიპ-ებსა და აიპ-ებში დასაქმებული ადამიანების მხრიდან ორგანიზებული ფიზიკური ძალადობა ოპონენტების წინააღმდეგ.

წინა წლებში არცერთი ასეთი ძალადობა არ ყოფილა გამოძიებული და არცერთი დამნაშავე არ ყოფილა ადეკვატურად დასჯილი და სწორედ ეს არის ძალადობის პოლიტიკური მფარველობა, სწორედ ეს ახალისებს ძალადობას და ამიტომ იყო ფარისევლობა, როდესაც ქართულმა ოცნებამ ვითომ საარჩევნო კოდექში გაამკაცრა სანქცია ძალადობისთვის.

ჩვენ ველით გამკაცრებული სანქციების ამოქმედებას, ველით კონკრეტული დამნაშავეების დასჯას, რადგან, როგორი ძალადობრივი კაპმანიაც არ უნდა ჩაატაროს ქართულმა ოცნებამ, ეს მას ვერ უშველის, ქვების სროლით ვერ გამოასწორებენ სიღარიბეს, ვერ შექმნიან სამუშაო ადგილებს, ვერ წაიყვანენ ქვეყანას წინ და ერთადერთი რასაც ქვების სროლით იზავენ გახლავთ საკუთარი თავის ბოლომდე ჩატოვება უკან წარსულში.

ქვეყანას სჭირდება წინსვლა, ჩვენ გავიმარჯვებთ ნებისმიერი ძალადობრივი კაპმანიის პირობებში, მაგრამ ქვეყანას სჭირდება ნორმალური და ღირსეული ცვლილებები და ამიტომ, 31 ოქტომბრამდე, სანამ ჯერ კიდევ ძალაუფლებაში არაინ, მოვუწოდებ ქართულ ოცნებას, შეწყვიტონ ძალადობის ორგანიზება და წახალისება და დასაჯონ ადამიანები, ვინც ფიზიკურად ძალადობს პოლიტიკურად განსხვავებული აზრის მქონე ოპონენტებზე.“ -განაცხადა დავით ბაქრაძემ.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა