"ყოველდღიურად, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, გვექნება შემთხვევათა მერყეობა" -გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ინფიცირებულდა დიდი რაოდენობა გარკვეული პერიოდის განმავლობაში შენარჩუნდება, თუმცა თუმცა მთავარია ეს ყველაფერი იყოს მართვადი.
"უნდა გავითავისოთ, რომ ჩვენ ყოველდღიურად, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, გვექნება შემთხვევათა მერყეობა 200, 400, 500-ის ფარგლებში, მაგრამ მთავარია ეს ყველაფერი იყოს მართვადი", - აღნიშნა გამყრელიძემ.
მისი თქმით, საქართველო, გადავიდა იმ მოდელზე, როცა შემთხვევათა ზრდის ფონზე, აქტიურად ერთვება პირველადი ჯანდაცვა და ჩართეს შუალედური რგოლი.
"იმ ოჯახებში სადაც არის მრავალი წევრი და იზოლირება ვერ ხერხდება ანუ არ არის ცალკე ოთახი, მაშინ ამ ადამიანებისთვის შუალედური რგოლი ჩავრთეთ - ე.წ. კოვიდ სასტუმროები ჩავრთეთ, სადაც უსიმპტომო და მსუბუქი პაციენტები გადიან ექიმის მეთვალყურეობით მკურნალობას", - განაცხადა გამყრელიძემ.
წყარო:newposts.ge