თეგებით ძიება
29. 09. 2020 News-ები

კორონავირუსით გარდაცვლილ 34-ე პაციენტს ქრონიკული დაავადებები ჰქონდა- საჩხერის სამედიცინო ცენტრი

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი 34-ე პაციენტი მკურნალობის კურსს საჩხერის საავადმყოფოში გადიოდა.

70 წლამდე ასაკის მამაკაცი საავადმყოფოში ქუთაისის კლინიკიდან დადასტურებული „კოვიდ 19“-ით 26 სექტემბერს შეიყვანეს.

საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორის, მიხეილ ქამუშაძის, თქმით მამაკაცს პნევმონიასთან ერთად, თანმდევი ქრონიკული დაავადებები აღენიშნებოდა, ამიტომ რეანიმაციული ღონისძებების მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

„პაციენტს ჰქონდა ტუბერკულოზი. ბოლო პერიოდში დამძიმდა მისი მდგომარეობა და ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიებების მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა”- მიხეილ ქამუშაძე.

შეგახსენებთ, ქვეყანაში კორონავირუსი 5 866 ადამიანს დაუდასტურდა. აქედან 2 324 გამოჯანმრთელდა, ხოლო 34 გარდაიცვალა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა