თეგებით ძიება
29. 09. 2020 News-ები

მორიგი დაპირისპირება პოლიტიკური მოტივით - ენმ-სა და “ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ

მორიგი პოლიტიკური დაპირისპირება მარნეულში პოლიტიკური მოტივით - „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები საარჩევნო კომისიის წინ აქციას მართავდნენ, რა დროსაც მმართველი პარტიის წარმომადგენლები მათ თავს დაესხნენ.
„ენმ“-ს წარმომადგენლები საარჩევნო კომისიასთან კომისიის თავმჯდომარის ამირან გორგაძის მიერ წევრების თვითნებურად არჩევას აპროტესტებდნენ, რა დროსაც ინციდენტი მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, კონფლიქტში თავად გორგაძეც მონაწილეობდა.

„გვაგინებდნენ, ფიზიკურად გაგვისწორდნენ... ეს იყო ივანიშვილის დაგეგმილი დაპირისპირება, ზონდერები გამოგვიგზავნა საჩხუბრად. ამ ხალხთან ერთად გავიზარდეთ, მაგრამ იმდენს ვერ ტვინავენ, რომ ხვალ ჩვენ ისევ ერთად უნდა ვიცხოვროთ ამ რაიონში. ვითხოვთ, მშვიდობიანად ჩატარდეს აქციები“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.



რაც შეეხება მმართველი პარტიის აქტივისტებს, ისინი აცხადებენ, რომ დაპირისპირება ენმ-ის პროვოცირებულია. მომხდარს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეც გამოეხმაურა და მანაც პროვოკაციაში სწორედ პოლიტიკური ოპონენტები დაადანაშაულა.

ამ დროისთვის ვითარება განმუხტულია და თავდასხმაზე ეჭვმიტანილი პირები დაკითხვაზე უკვე დაბარებულები არიან.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა