თეგებით ძიება
29. 09. 2020 News-ები

საზარელი ავარია რუსთავში და გარდაცვლილი არასრულწლოვანი - პოლიციამ ავტომობილის მძღოლი დააკავა

რუსთავში, გვიან ღამით მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილე მძღოლი სამართალდამცავებმა დააკავეს. ინფორმაცია "ნიუპოსტს" შს სამინისტროში დაუდასტურეს.
როგორც ცნობილია, „მუსტანგის" მარკის მსუბუქი ავტომობილი 16 წლის მოზარდს შეეჯახა. გოგონა ადგილზე გარდაიცვალა.

არასრულწლოვანი ელენე ბაშარულია. თვითმხილველთა ინფორმაციით, ბაშარული რუსთაველის ქუჩაზე ფეხით ძაღლთან ერთად გადაადგილდებოდა, რა დროსაც მას გადაჭარბებული სიჩქარით მიმავალი ავტომანქანა შეეჯახა. შემთხვევის შემდეგ მძღოლი მიიმალა. შედეგად კი 16 წლის გოგო სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლამდე, შეჯახების შედეგად მიღებული დაზიანების შედეგად გარდაიცვალა.

ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა