თეგებით ძიება
01. 10. 2020 News-ები

გამოჯანმრთელებულების ახალი კრიტერიუმები ამოქმედდა - თუ უსიმპტომოა პირი, მას გამოჯანმრთელებულის სტატუსი მიენიჭება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, დღეიდან ამოქმედებული გამოჯანმრთელებულთა კრიტერიუმების მიხედვით, უსიმპტომო პირს 10 დღის შემდეგ შესაძლოა გამოჯანმრთელებულის სტატუსი მიენიჭოს,რაც გამოჯანმრთელებულთა რიცხვს გაზრდის.

„საწოლფონდის პრობლემა ამ ეტაპზე აჭარაში ნამდვილად არაა. დღეს 110 საწოლია თავისუფალი. ასევე, გეტყვით, რომ ძალიან მაღალი იყო დადასტურებული შემთხვევები სექტემბრის შუარიცხვებიდან. უკვე ორასამდე მივედით. ეს რიცხვები ერთმანეთს დაემატა. გამოჯანმრთელების ახალი კრიტერიუმები ამოქმედდა დღეს დილიდან. რაც ნიშნავს, რომ თუ უსიმპტომოა პირი, 10 დღის გასვლის შემდეგ მას შესაძლოა გამოჯანმრთელებულის სტატუსი მიენიჭოს. აქ საქმე გვაქვს გამოჯანმრთელების სტატუსი მინიჭებასთან, როცა 2 ან 3 დღის ინფიცირებულებს ერთდროულად მიენიჭათ გამოჯანმრთელების სტატუსი და ამდენად ეს მაჩვენებელი მაღალია. მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში ასევე მაღალი იქნება გამოჯანმრთელებულების მაჩვენებლები, რადგან მაღალი იყო გასული 10-12 დღის განმავლობაში ინფიცირებულების ოდენობა“, - განაცხადა გაბუნიამ.

წყარო: newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა