თეგებით ძიება
06. 10. 2020 News-ები

ერთადერთ ხსნას ქართული ოცნება ხედავს საკუთარი ფინანსური და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში წინასაარჩევნოდ - ირაკლი აბესაძე

ევროპული საქართველოს წევრი, ირაკლი აბესაძე, ხელისუფლების მხრიდან წინასაარჩევნოდ მოსყიდვისა და ძალადობის ფაქტებს ეხმაურება.
აბესაძის თქმით, ქართული ოცნება აქტიურად იყენებს მოსყიდვის, დაშინებისა და ადმინისრაციული რესურსის გამოყენების ფაქტებს წინასაარჩევნოდ. აბესაძის თქმით, ხელისუფლება ხედავს, რომ მომავალი მთავრობა იქნება კოალიციური და ქართული ოცნება ვერ შეძლებს მთავრობის დაკომპლექტებას, ამრიგად ისინი მიმართავენ ამგვარ ხერხებს.

აბესაძის თქმით, მიუხედავად აქტიური მცდელობებისა, ხელისუფლება ვერ მოახდენს გავლენას ადამიანებზე და ოქტომბრის არჩევნებზე აუცილებლად მოხდება გარდამტეხი ცვლილებები.

„ივანიშვილის და ქართული ოცნების ნაცნობი ხელწერაა ეს, მითუმეტეს იმ კრიზისულ პოლიტიკურ სიტუაციაში, რომელშიც აღმოჩნდა ქართული ოცნება, რომელსაც დიდი ალბათობით თავადაც ხედავს, რომ იქნება ახალი ევროპული კოალიციური მთავრობა და ისინი ვერ მოახერხებენ მთავრობის დაკომპლექტებას.

რათქმნაუდა, ერთადერთ ხსნას ისინი ხედავენ საკუთარი ფინანსური და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში წინასაარჩევნოდ. იქნება ეს მასწავლებლების იძულება, დასუფთავების თანამშრომლებისათვის პირადობის მოწმობების ჩამორთმევა, ფიზიკური ძალადობა და ა.შ.

კარგად ვხედავთ, რომ საზოგადოებაზე ამას განსაკუთრებული გავლენა არ აქვს და მიმდინარე არჩევნებზე დარწმუნებულები ვართ, რომ არც მასწავლებლები, არც დასუფთავების თანამშრომლები, არც პოლიციელები, არც ძალადობის ქვეშ მყოფი ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ სხვადასხვა რეგიონში, არ მოექცევიან იმ პოლიტიკურ წნეხში, რომელიც სურს ქართულმა ოცნებამ განახორციელოს.“ -აცხადებს აბესაძე

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა