თეგებით ძიება
08. 10. 2020 News-ები

ეს არის ამ ხელისუფლების ხელწერა, მათ არ შეუძლიათ არც ღირსეული სამოქალაქო პოზიციის დაჭერა და მითუმეტეს, არც კრიტიკის ატანა - კაპანაძე

ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე, დავით ზალკალიანის განცხადება ეხმაურება, რომელმაც დანიაში საქართველოს ელჩი, გიგი გიგიაძე გააკრიტიკა მისი პოზიციის გამო დავით გარეჯის საქმეზე ყოფილი კომისიის წევრების დაკავებაზე.

კაპანაძის თქმით, ზალკალიანი ნაცვლად იმისა, რომ იცავდეს თავის თანამშრომელს, რომელიც შეთითხნილი ბრალდებით არის დაკავებული, ეხმაურება ელჩის განცხადებას, რომელმაც როგორც კაპანაძე აღნიშნავს პრინციპული განცხადება გააკეთა.

კაპანაძემ აღნიშნა, რომ ამ ხელისუფლებას არ შეუძლია არც ღირსეული სამოქალაქო პოზიციის დაჭერა და არც კრიტიკის ატანა.

“ჩემთვის ყველაფერი ნათქვამია, როდესაც დავით ზალკალიანი ნაცვლად იმისა, რომ თავის თანამშრომელს იცავდეს, რომელიც აბსოლიტურად შეთითხნილი ბრალდებით არის დაკავებული, ეხმაურება ელჩის განცხადებას, რომელმაც პრინციპული განცხადება დაიკავა და სწორი და მოქალაქეობრივად გამართული შეფასება გააკეთა.

სრულიად ნათელია ჩემთვის, რომ ზალკალიანი ამ შემთხვევაში ელაპარაკება ბიძინა ივანიშვილს და ზრუნავს, იმაზე, ივანიშვილის მასზე რა შთაბეჭდილების იქნება და არა იმაზე, რომ დაიცვას თავისი უწყების პრესტიჟი, დაიცვას თავისი თანამშრომლები და დაიცვას თავისი ქვეყანა. ეს არის სამწუხარო რეალობა, რომელიც ჩვენ მივიღეთ ივანიშვილის ხელისუფლებაში ყოფნისას, რაც აუცილებლად შეიცვლება მას შემდეგ, რაც ხელისუფლება შეიცვლება 31 ოქტომბერს.

ეს არის ამ ხელისუფლების ხელწერა, მაგალითად შეგვიძლია ავიღოთ თეა წულუკიანი, რომელიც იმით არის ცნობილი, რომ თავის თანამშრომლებს პირდაპირ უწესებს ცენზურას და რამდენიმე მათგანი გაანთავისუფლა კიდეც თანამდებობიდან, ჩვენ ვნახეთ ბაჩანა შენგელიას წინააღმდეგ როგორი ნაბიჯები გადადგა, ასევე სოციალურ ქსელში გამოთქმული მოსაზრებების გამო, ამიტომ, ეს არის ამ ხელისუფლების ხელწერა, მათ არ შეუძლიათ არც ღირსეული სამოქალაქო პოზიციის დაჭერა და მითუმეტეს, არც კრიტიკის ატანა. ეს არის მარტივი დახასიათება ივანიშვილის ხელისუფლების.“ -განაცხადა კაპანაძემ.

წყარო:newpost.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა