თეგებით ძიება
08. 10. 2020 News-ები

ეს არის პოლიტიკური მოტივი და მმართველი გუნდის სამიზნე წინა ხელისუფლების წარმომადგენლები არიან - სალომე სამადაშვილი დავით გარეჯის საქმეზე

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილის შეფასებით, გარეჯის საქმეზე დაკავებული ექსპერტებისგან ხელისუფლებას სურს მიიღოს პოლიტიკური ჩვენება, რაც ამ დრომდე ვერ მოახერხეს:
"ჩვენი შეფასებით, ექსპერტების დაკავებას აქვს ერთადერთი მოტივაცია და ესაა პოლიტიკური მოტივი. რეალურად ხელისუფლების სამიზნე წინა ხელისუფლების წარმომადგენლები არიან. როგორც ჩანს ამ დრომდე ზეწოლამ არ გაჭრა და ახლა უკვე ამ ადამიანების დაკავება გადაწყვიტეს, რათა მათთვის სასურველი ჩვენება მიაცემინონ.

დამოუკიდებელი სასამართლო მათ აღკვეთ ღონისძიებას არ შეუფარდებდა, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში როგორც უკვე მთელი მსოფლიოსთვისაა ცნობილი, დამოუკიდებელი სასამართლო არ არსებობს. ის პოლიტიკური მართვის ინსტრუმენტია. ამიტომ, სასამართლო მოიქცევა ისე, როგორც ბიძინა ივანიშვილი ეტყვის მათ - განაცხადა სამადაშვილმა.

წყარო:newpost.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა