ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ე.წ. მთავარ სანიტარულ ექიმ მარინა კოჩიევაზე დაყრდნობით ავრცლებს.
კოჩიევას ინფორმაციით, დაინფიცირებულ პირებს შორის ორი რუსი სამხედროა.
მისი თქმით, ე.წ. რუსეთთან საზღვრის გახსნის შემდეგ მოვლენების მსგავსი განვითარება მოსალოდნელი იყო.
შეგახსენებთ, დე-ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, ოკუპირებულ ცხინვალში, პანდემიის დაწყების დროიდან, კოვიდ 19-ით სულ 123 ადამიანი დაინფიცირდა, აქედან 33 შემთხვევა 15 სექტემბრიდან, ანუ რუსეთთან ე.წ. საზღვრის გახსნის შემდეგ გამოვლინდა.
წყარო:newpost.ge