თეგებით ძიება
09. 10. 2020 News-ები

"ეს არის წინასაარჩევნო პროვოკაციის ისტორია... ივერი მელაშვილი გაწირეს ამ ნაძირალებმა საპყრობილეში ყოფნისთვის"- გრიგოლ ვაშაძე

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე და ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, ივერი მელაშვილი აუცილებლად გამოვა საპყრობილედან.
"რაც შეეხება დავით გარეჯის ისტორიას, ეს დავით გარეჯის ისტორია კი არა, ეს არის წინასაარჩევნო პროვოკაციის ისტორია.
ზუსტად ამიტომ პატრიოტი, ენციკლოპედიური ცოდნის უგანათლებულესი, უზარმაზარი ინსტიტუციური მეხსიერების პატრონი ივერი მელაშვილი გაწირეს ამ ნაძირალებმა საპყრობილეში ყოფნისთვის.
ივერი მელაშვილი აუცილებლად გამოვა საპყრობილედან, აუცილებლად შეიქმნება საგამოძიებო კომისია და ამ პროვოკაციის ავტორები აუცილებლად ჩაჯდებიან იმ საკანში, სადაც ივერი მელაშვილია.
არ მოვეშვები ამ საქმეს, ყველამ თავი რომ დაანებოს მე არ მოვეშვები, რადგან ყველა მოქმედმა და ყველა ყოფილმა საგარეო საქმეთა თანამშრომელმა იცის რა ადამიანი, რა პატრიოტი და რა სპეციალისტია ივერი მელაშვილი.
ჩვენი პარტნიორები სასაზღვრო კომისიებიდან მეხვეწებოდნენ ივერი მელაშვილის კომისიებიდან გაყვანას, მისი „უკიდურესად ხისტი პოზიციების გამო“. კბილებით იცავდა მელაშვილი საქართველოს საზღვრებს."

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა