თეგებით ძიება
09. 10. 2020 News-ები

"მელაშვილს ვერც იმას დავაბრალებ და ვერც იმას ვიტყვი, ფრთიანი ანგელოზიაო"- მეუფე იაკობი "წესიერ მართლმსაჯულებას" ითხოვს

ე.წ. გარეჯის საქმე - მეუფე იაკობი აღიარებს, რომ აზერბაიჯანთან საზღვრის დამდგენი კომისიის ყოფილი წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა, რომელიც ხელისუფლებამ ციხეში გაუშვა, პროფესიონალები არიან.

უმაღლესი სასულიერო პირი თემაზე კომენტიორებისას აღნიშნავს, რომ საქმეზე ჭეშმარიტება პროკურატურამ უნდა დაადგინოს.

"სიტუაცია ისეთია, რომ შეიძლება, ადამიანის უდანაშაულობის პრეზუმფცია დავარღვიოთ. ვერანაირ ვარიანტს ვერასდროს ვერავინ გამორიცხავს. წესიერმა მართლმსაჯულებამ უნდა გვანახოს რა არის სინამდვილეში. თუ ღალატს აქვს ადგილი, დაცვა არ გამოვა. თუ აბრალებ ადამიანს, ეგ კიდევ უარესი. ეკლესია არავის ვაჭერინებთ, კაცს თუ იჭერენ...

კომისიიდან რომ ჩახსნეს ივერი მელაშვილი ტყუილად ხომ არ ჩახსნეს? ეტყოდნენ რატომ ჩახსნეს. რუკებში, რომლებიც გამოიყენებოდა ამ საკითხში, ბუნდოვანება იყო. მივიდა აზერბაიჯანი და დადგა. როცა არ ეუბნები, რომ შენი ტერიტორიაა... პროფესიონალები არიან (მელაშვილი და ილიჩოვა), განზრახვაც არ ვიცი. მელაშვილს ვერც იმას დავაბრალებ და ვერც იმას ვიტყვი ფრთიანი ანგელოზიაო, სწორად გამიგეთ", - აღნიშნა მეუფე იაკობმა.


წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა