თბილისის მერიის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
თბილისის მერიის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის გამო კულტურისა და სპორტის განყოფილების 10-მდე თანამშრომელი თვითიზოლაციაშია გადაყვანილი. მათ PCR ტესტირება ჩაუტარდათ.
პირი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა „ოქროს ბირჟის“ კლასტერის კონტაქტია.
ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ის კლინიკაში მკურნალობს.
წყარო:newposts.ge