თეგებით ძიება
16. 10. 2020 News-ები

კარტოგრაფების საქმე - ადვოკატები მელაშვილისა და ილიჩოვას პატიმრობაში დატოვების საკითხს სტრასბურგში გაასაჩივრებენ

ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მიმართ მეორე ინსტანციის გადაწყვეტილებას მათი უფლებადამცველები სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრებენ. როგორც ადვოკატები აცხადებენ, საქმეს პოლიტიკური სარჩული აქვს და მათი დაცვის ქვეშ მყოფების მიმართ აღმკვეთი ღონისძიება უკანონოა.
"რაც უფრო მეტ პოლიტიკოსს შემოიყვანენ ამ საქმეში ისე, რომ ბრალდებულებთან მათ კავშირი არ ჰქონდეთ და ასეც არის, იმიტომ, რომ ასეთი ბუნებაში არ არსებობს ამის მტკიცებულება, ეს მიანიშნებს კიდევ ერთხელ იმას, რომ ამ საქეს აქვს ძალიან მყარი პოლიტიკური სარჩული და კონტექსტი", - ამბობს ივერი მელაშვილის ადვოკატი ედუარდ მარიკაშვილი.

"ფაქტი ერთია, რომ რასაც აკეთებდნენ ქალბატონი ნატალია და ბატონი ივერი, ის იყო კანონისმიერი მოქმედება და იყენებდნენ იმ რუკებს, რომელი რუკების გამოყენებაც მათ ევალებოდათ და არანაირი რუკა არავისთვის დამალული არ ყოფილა", - განაცხადა ნატალია ილიჩოვას ადვოკატმა სულხან კომახიძემ.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანთან, საზღვრის დადგენის კომისიის წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა, 7 ოქტომბერს დააკავეს. ორთვიანი წინასწარი პატიმრობა თბილისის საქალაქო სასამართლომ მათ 8 ოქტომბერს შეუფარდა.

2020 წლის 15 ოქტომბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პატიმრობაში დატოვა.


წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა