თეგებით ძიება
16. 10. 2020 News-ები

ხელისუფლების მორიგი თავდასხმა ევროპარლამენტარზე - "კუბილიუსი ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი და პოლიტიკური გუნდის წევრია"

„ანდრიუს კუბილიუსი „ნაციონალური მოძრაობის" ისეთივე მხარდამჭერი და შეიძლება ითქვას ერთი გაერთიანებული პოლიტიკური გუნდის წევრია, როგორც ნებისმიერი სხვა გინდ „ევროპული საქართველოდან", გინდ „ნაციონალური მოძრაობიდან" და მისი პოზიცია არ არის გასაკვირი",-ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.
გიორგი ვოლსკის შეფასებით, ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსის განცხადება, მისი ირონია და დამოკიდებულება დავით გარეჯის თემასთან დაკავშირებით ქართული საზოგადოებისთვის შეურაცხმყოფელი და გამაღიზიანებელია.

„მისი ირონია და მისი დამოკიდებულება დავით გარეჯის თემასთან დაკავშირებით არის გამაღიზიანებელი და ვფიქრობ, შეურაცხმყოფელი ჩვენი საზოგადოებისთვის",-განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.​

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა