ჩხერეკა სავარაუდო თავდამსხმელის სახლში - "საქართველოს ბანკის" ძარცვის საქმე
საქართველოს ბანკის თავდასხმაში სავარაუდო ეჭვმიტანილის ბადრი ესებუას სახლში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა.
ირკვევა, რომ სოფელ გრიგოლიშში, ესებუების ოჯახში შესულმა სამართაქლდამცავებმა სავარაუდო თავდამსხმელის ოჯახის წევრები გამოკითხეს.
ბადრი ესებუას ძმა, ბიძინა ესებუა კი განმარტავს, რომ მისი ძმა კომენტარს თავად გააკეთებს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ზუგდიდში "საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელი სენაკის მეორე ბატალიონის ყოფილი სამხედრო, ბადრი ესებუაა, რომელიც სპეცოპერაციის დროს, ალყაში მოქცეული გაექცათ.
წყარო:newposts.ge