ზუგდიდში, მოქალაქის ცემაში დამნაშავე პოლიციელის წინააღმდეგ საქმე აღიძრა
ზუგდიდში პოლიციის თანამშრომლის კობა გუჯეჯიანის წინააღმდეგ საქმე აღიძრა. გავრცელებული ინფორმაციით, ის ზუგდიდის მკვიდრს გელა სიჭინავას ფიზიკურად გაუსწორდა.
შემთხვევა გუშინ მოხდა - ავტოსახელოსნოში კლიენტსა და ხელოსანს შორის დაწყებული კონფლიქტის გამო საქმეში ხუთი პირი ჩაერია, რომელთა შორის იყო მოქმედი სამართალდამცველი კობა გუჯეჯიანი.
როგორც ცნობილია, კონფლიქტის დროს ის თავის სამსახურეობრივ მოვალეობას არ ასრულებდა.
გამოძიება ცემის მუხლით მიმდინარეობს, ხოლო სიჭინავას დაზარალებულის სტატუსი უკვე მიენიჭა.
წყარო:newposts.ge