ბადრი ესებუას მამამ შვილის ტანსაცმელი ჟურნალისტებს ანახა – რას ამბობს ის გავრცელებულ კადრებზე
„საქართველოს ბანკზე“ თავდასხმაში ბრალდებულის მამა ტარიელ ესებუა აცხადებს, რომ რომ მედიაში გავრცელებული კადრები ორი დღის წინ გადაღებული არ არის.
ბადრი ესებუას მამამ მეტი თვალსაჩინოებისთვის ჟურნალისტებს წარმოუდგინა ის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, რომელიც მის შვილს, ბადრი ესებუას კადრებში აცვია.
„ხედავთ ამ ბოტასს, შეადარეთ ეს მაისურიც და ეს ჟილეტიც. ორი დღის წინ ეცმეოდა ხომ?! ორი დღის უკან ეს ტანსაცმელი და ეს ბოტასი ეცვაო, ესენი კი აქ არის. ეს ხომ არის ტყუილი?“,- განუცხადა ტარიელ ესებუამ ჟურნალისტებს.
მედიაში გავრცელდა ვიდეოკადრები, რომელიც მედიასაშუალებების მტკიცებით, ორი დღის წინ არის გადაღებული და კადრებში ბადრი ესებუა კონკრეტულ ტერიტორიაზე გადაადგილდება.
წყარო: primetime.ge