მორიგი ძარცვა დასავლეთში - ფოთში ადმინისტრაციული შენობა გაქურდეს
ფოთში, მალთაყვის უბანში, ადმინისტრაციული შენობა გაქურდეს. მერის წარმომადგენლის, უჩა დოლიძის განცხადებით, წაღებულია კომპიუტერის ორი პროცესორი. მისივე ინფორმაციით, დამნაშავეები, სავარაუდოდ, ფანჯრიდან შევიდნენ.
ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
წყარო:newposts.ge