ორმაგი მკვლელობა სოფელ ვაზისუბანში - სასტიკი დანაშაულის ახალი დეტალები
კონფლიქტის ნიადაგზე ჩადენილი სასტიკი დანაშაული - გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში შუა ხნის მამაკაცმა სანადირო თოფით ცოლი და მეზობელი მოკლა, ხოლო ცოლისძმა და მეორე მეზობელი დაჭრა.
დამნაშავე ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილები გურჯაანის "ჯეო ჰოსპიტალში" გადაიყვანეს, სადაც გადაუდებელი ოპერაცია უტარდებათ. ექიმების განცხადებით, მათი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
სამართალდამცველები დამნაშავეს ამ დრომდე ეძებენ.
წყარო:newposts.ge