მელიას დაპატიმრების შუამდგომლობით, პროკურატურამ სასამართლოს მიმართა
მთავარმა პროკურატურამ “ნაციონალური მოძრაობის” წვერის, ნიკა მელიას დაპატიმრების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა.
როგორც მთავარი საგამოძიებო ორგანო განმარტავს, მიზეზი 1-ლ ნოემბერს, საპროტესტო აქციაზე ნიკა მელიას მიერ ელექტრონული სამაჯურის მოხსნაა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო პროცესი 17:00 საათზეა დანიშნული.