თეგებით ძიება

ჩადენილია სისხლის სამართლის დანაშაული - ოპოზიციას პროკურატურაში 20-მდე საჩივარი შეაქვს

იურისტმა ბექა ბასილაიამ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე არჩევნებთან დაკავშირებულ დარღვევებსა და გაყალბებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მოეპოვება 20-მდე ოქმი, სადაც ხელმოწერები გაყალბებულია:

"ჩვენს მიერ იდენტიფიცირებულია მინიმუმ 20 ოქმი, სადაც ხელმოწერები გაყალბებულია. საუბარია ათეულობით ხელმოწერაზე და ეს მხოლოდ შემთხვევითი პრინციპით განხორციელდა, შესაძლებელია სრულიად ადვილად სხვა ოლქებშიც იყოს მსგავსი ტიპის კრიმინალი ჩადენილი.

შემაჯამებელ ოქმში, კონკრეტული კომისიის წევრის მიერ გაკეთებული ხელმოწერა აბსოლუტურად განსხვავდება რამდენიმე საათში, იმავე კომისიის წევრის მიერ დასმული ხელმოწერისგან. ეს არ არის ერთი შეხედვით ვიზუალური აცდენა. ასოების ფორმის, მოყვანილობის, დახრილობის, შეუიარაღებელი თვალითაც კი მკაფიოდ ჩანს, რომ ჩადენილია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე და 164-ე მე-3 პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაული", - განაცხადა ბექა ბასილაიამ.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა