თეგებით ძიება

ყაჩაღობა გორში - დამნაშავეებმა ჯერ ავტომობილი გაიტაცეს, შემდეგ კი ამ ავტომობილით სწრაფი ჩარიცხვის აპარატი მოიპარეს

კრიმინალური შემთხვევა გორში - გუშინ საღამოს, ქალაქის ცენტრიდან მსუბუქი ავტომობილი გაიტაცეს. მოგვიანებით კი, ამავე სატრანსპორტო საშუალებით სწრაფი ჩარიცხვის აპარატი მოიპარეს.

შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიიდან პოლიციამ უკვე ამოიღო სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, დანაშაულში სავარაუდოდ, რამდენიმე პირი ფიგურირებს.

მომხდარზე შსს ოფიციალურ კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებს თუმცა, ჩვენი ინფორმაციით საგამოძიებო უწყებას იდენტიფიცირებული ჰყვას დანაშაულის ჩამდენი პირები და ისინი შესაძლოა, არასრულწლოვნები იყვნენ.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა