თეგებით ძიება

ხელისუფლების დამხობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების შესახებ სუს-ი განცხადებას ავრცელებს

ხელისუფლების დამხობის ფაქტზე, მიმდინარე გამოძიების შესახებ სახელმწიფო უსაფრთოების სამსახური განცხადებას ავრცელებს.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში, 2020 წლის პირველ ოქტომბერს დაიწყო გამოძიება სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით.

საქმეზე გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში არსებული ოპერატიული ინფორმაცია, რომლის მიხედვით, კონკრეტული პირები, საპარლამენტო არჩევნებში მათთვის არასასურველი შედეგის შემთხვევაში, გეგმავდნენ მოეხდინათ ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა, რა მიზნითაც ყოფილი სამართალდამცავი და სამხედრო მოსამსახურეების რიგებიდან აკომპლექტებდნენ მობილურ ჯგუფებს.

გამოძიების ფარგლებში ჩატარდა სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები, გამოიკითხნენ მოწმეები, მათ შორის ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში გასული სიუჟეტის რესპონდენტები, რომლებმაც გამოძიებას გარკვეული სახის ინფორმაცია მიაწოდეს. ასევე გამოიკითხა საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი კობახიძე, რომელმაც გამოძიებას მის ხელთ არსებული, იმ დაჯგუფებათა სია წარუდგინა, რომელთა გამოყენებას კონკრეტული პოლიტიკური ლიდერები საარჩევნო პერიოდში ძალადობრივი ქმედებების განსახორციელებლად აპირებდნენ. გამოძიების ფარგლებში დადგინდა და გამოიკითხა მოქალაქე, რომელმაც საქართველოს პარლამენტის წევრს ზემოაღნიშნული სიები მიაწოდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში მიმდინარეობს ინტენსიური გამოძიება მტკიცებულებების შეკრების და დანაშაულის ჩამდენ პირთა მხილების მიზნით. ნებისმიერ არაკონსტიტუციურ, უკანონო ქმედებაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოახდენს შესაბამის რეაგირებას“, – ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა