თეგებით ძიება

ისნის საოლქო კომისიის გარდაცვლილი თავმჯდომარის საქმეზე დაკავებულების ადვოკატები სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ

აკაკი ხუსკივაძისა და აკაკი კობალაძის ადვოკატები, რომელთა დაცვის ქვეშ მყოფებიც ისნის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თედო გობეჯიშვილის გარდაცვალების საქმეზე დააკავეს, სასამართლო გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.
ისინი მეორე ინსტანციას განცხადებით დღეს მიმართავენ და პატიმრობის გაუქმებას მოითხოვენ. მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, ადვოკატები საქმის სტრასბურგის სასამართლომდე მიტანას აპირებენ.

შეგახსენებთ, რომ თედო გობეჯიშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულებს წინასწარი პატიმრობა 9 ნოემბერს შეეფარდათ.


წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა