თეგებით ძიება

12 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ნახეთ ვის ელის 12 ნოემბერს წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა,

ვერძი
ამ დღეს ფერთა თქვენს ხელთ ფერთა სრული პალიტრაა, ამიტომ შეგიძლიათ საკუთარი ცხოვრება სასურველ ფერად თავად გააფერადოთ. ფინანსური მდგომარეობა არასტაბილურია, რადგან ფულის შემოსავალ-გასავალის გაკონტროლება გიჭირთ. მზად იყავით იმისთვის, რომ უკვე არსებულ პრობლემებს დაუგეგმავი ფულის ხარჯვაც დაემატება.

კურო
მოთმინებისა და შრომისმოყვარეობის დახმარებით ყველა პრობლემას გაუმკლავდებით, მით უმეტეს, რომ ამ დღეს ენერგიით და ენთუზიაზმით სავსე ხართ. თუ გსურთ, ყველა საქმეს დროულად გაუმკლავდეთ, სამოქმედო გეგმა შეადგინეთ. გაითვალისწინეთ, რომ ახალი იდეები სასურველ შედეგს ვერ მოგიტანთ, ამიტომ რაც უფრო მალე დაივიწყებთ, მით უკეთესია.

ტყუპები
ამ დღეს პლანეტებიმშვიდად ყოფნის საშუალებას არ მოგცემენ. ნუ შეაწუხებთ ადამიანებს თქვენი კითხვებით, ეს ბევრს გააღიზიანებს. გამორიცხული არაა, რომ რომელიღაც კოლეგამ საკუთარი შეცდომების თქვენთვის გადაბრალება სცადოს.

კირჩხიბი
კირჩხიბებო, სიცილი გარდა იმისა, რომ სიცოცხლეს ახანგრძლივებს, ამ დღის ღირსეულად გადატანაშიც დაგეხმარებათ. ერიდეთ ჭორაობას და თავი შორს დაიჭირეთ ადამიანისგან, რომელიც ვიღაცაზე რაღაცა ამბის გამხელას დაგპირდათ. დღის მეორე ნახევარში სახლიდან შორს გაქცევის სურვილი გექნებათ, თუმცა როგორც ყოველთვის, არაფერი გამოგივათ.

ლომი
ამ დღის მოვლენები თავისი მრავალფეროვნებითა და სიხალისით ცისარტყელას გაგონებთ. ნუ ეცდებით ადამიანებს თავი იმად მოაჩვენოთ, ვინც რეალურად არ ხართ. თავი შეიკავეთ საღამოს სეირნობისგან - მოსალოდნელია თქვენთვის უსიამოვნო ნაცნობობა.

ქალწული
დროა, დიდი ხნის წინ, კარგად შესრულებული სამუშაოსთვის დამსახურებული ჯილდო მიიღოთ. ერიდთ უფროსი ადამიანებისთვის საკუთარი სიმართლის მტკიცებას. გაითვალისწინეთ, რომ სიჩქარეში შეიძლება რაღაც მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაგეპაროთ.

სასწორი
სასწორებო, სამუშაომგელი არაა, რომ ტყეში გაიქცეს. ასე, რომ შეგიძლიათ მოდუნდეთ და საკუთარ თავს უსაქმურობის უფლება მისცეთ. სიამაყე ნაკლი არაა, მაგრამ ზედმეტი არ მოგივიდეთ. ერიდეთ ფულის დაბანდებას. ახლა ამისთვის არახელსაყრელი პერიოდია.

მორიელი
იმდენი ხანია ოცნებობთ, რომ ვიღაცამ სიურპრიზის სახით წვეულება მოგიწყოთ, რომ შესაძლოა, თქვენი ოცნების ასრულების დრო დადგა. ეცადეთ საკუთარი ოცნებისკენ თუნდაც მცირე, მაგრამ მაინც ნაბიჯი გადადგათ. ნუ უსმენთ ნურავის რჩევას, ისინი სავარაუდოდ, არაგულწრფელია.

მშვილდოსანი
მშვილდოსნებო, ყველაფერს სწორად აკეთებთ, ამიტომ არჩეული გზიდან არ უნდა გადაუხვიოთ. დღის მეორე ნახევარში შეგიძლიათ მოდუნდეთ და თავს დასვენების უფლება მისცეთ. შესანიშნავი დღეა საკუთარი მოქმედების შესაფასებლად. მთელ დღეს საღამოს მოლოდინში გაატარებთ, მაგრამ სამწუხაროდ, ოცნებები ყოველთვის არ სრულდება.

თხის რქა
თხის რქებო, ამ დღეს შთაგონებას ბავშვებში ნახავთ და სულ ერთია, ეს საკუთარი შვილები იქნება, თუ ეზოში მოთამაშე პატარები. გაუფრთხილებელმა აზრმა შეიძლება დეპრესიაში ჩაგაგდოთ. ყურადღებით იყავით, რადგან საფრთხე გელით.

მერწყული
თუ ამ დღეს ვიღაცამ თქვენი ცდუნება სცადა, ნუ გაჯიუტდებით - უფლება მიეცით და ძალიან მოგეწონებათ. მერწყულები, რომლებიც ყოველთვის და ყველაფერს ეჭვის თვალით უყურებენ, ისევ გაუშვებენ შანსს ხელიდან. თავი შეიკავეთ ონლაინ-შოპინგისგან, რადგან ან გამყიდველი იქნება არაკეთილსინდისიერი, ან შეძენილი ნივთი არ აღმოჩნდება ისეთი, როგორსაც ელოდით.

თევზები
მშვენიერი დღეა იმისთვის, რომ ოჯახური ტრადიცია მოიფიქროთ. სასურველია, თანამოაზრეებთან ერთად რაც შეიძლება მეტი დრო გაატაროთ. თევზებო, როდის უნდა დააფასოთ ის, რაც გაქვთ?


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა