თეგებით ძიება

მილიონზე მეტი ლარის ღირებულების ნარკოტიკის სახლში დამზადება-გასაღების ფაქტზე შსს-მ 27 წლის ქალი დააკავა (ვიდეო)

პო­ლი­ცი­ამ ინ­ტერ­ნე­ტით ნარ­კო­ტი­კე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ის და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი სქე­მა გა­მო­ავ­ლი­ნა, ამო­ღე­ბუ­ლი ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა ე.წ. შავ ბა­ზარ­ზე 1 200 000 ლარს შე­ად­გენს.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით უწყე­ბა გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო გა­ნაგ­რძობს ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლის, მათ შო­რის ინ­ტერ­ნე­ტით ნარ­კო­ტი­კე­ბის გა­სა­ღე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ უკომ­პრო­მი­სო ბრძო­ლას.

ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის უკა­ნო­ნო დამ­ზა­დე­ბა-შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვი­სა და რე­ა­ლი­ზა­ცი­ის უპ­რე­ცე­დენ­ტოდ მას­შტა­ბუ­რი სქე­მა გა­მო­ავ­ლი­ნეს. მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და­კა­ვე­ბუ­ლია უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე. და­ნა­შა­უ­ლი 6-დან 11 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

ნარ­კო­ტი­კე­ბის უკა­ნო­ნო ბრუნ­ვის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ოპე­რა­ტი­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე, თბი­ლის­სა და ბა­თუმ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ინ­ტენ­სი­უ­რი კომ­პლექ­სუ­რი სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, ყა­ზა­ხე­თის რეს­პუბ­ლი­კის მო­ქა­ლა­ქე - 1993 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ა.ა. თბი­ლის­ში და­ა­კა­ვეს.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ და­კა­ვე­ბუ­ლი წარ­მო­ად­გენ­და ნარ­კო­რე­ა­ლი­ზა­ტორ­თა ჯგუფს და ჩარ­თუ­ლი იყო ინ­ტერ­ნეტ­ნარ­კო­რე­ა­ლი­ზა­ცი­ი­სა და ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა „მე­ფედ­რო­ნის“ დამ­ზა­დე­ბის სქე­მა­ში. ა.ა. დრო­ე­ბით სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში, სხვა­დას­ხვა ქი­მი­უ­რი სა­შუ­ა­ლე­ბი­სა და პრე­კურ­სო­რე­ბის­გან ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი ინ­ვენ­ტა­რის გა­მო­ყე­ნე­ბით ამ­ზა­დებ­და ნარ­კო­ტი­კულ სა­შუ­ა­ლე­ბა „მე­ფედ­რონს“ და შემ­დეგ მის რე­ა­ლი­ზა­ცი­ას ინ­ტერ­ნე­ტით ახ­დენ­და.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა, მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, რამ­დენ­ჯერ­მე გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს ბრალ­დე­ბუ­ლის­გან ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა „მე­ფედ­რო­ნის“ სა­კონ­ტრო­ლო შეს­ყიდ­ვა და აღ­ნიშ­ნუ­ლი შეს­ყიდ­ვე­ბის ფა­რუ­ლი აუ­დიო-ვი­დე­ო­ჩა­წე­რა. ასე­ვე, პო­ლი­ცი­ამ მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა ე.წ. ნარ­კო­ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა „მე­ფედ­რო­ნის“ დამ­ზა­დე­ბის პრო­ცე­სის ფა­რუ­ლი აუ­დიო-ვი­დე­ო­ჩა­წე­რა.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა, ა.ა.-ს პი­რა­დი და დრო­ე­ბი­თი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის ჩხრე­კი­სას, ასე­ვე, სხვა­დას­ხვა ად­გი­ლას მდე­ბა­რე სა­მა­ლა­ვე­ბი­დან, სულ ამო­ი­ღეს 2 კი­ლოგ­რა­მი და 300 გრა­მი ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა „მე­ფედ­რო­ნი“. სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის ჩხრე­კი­სას, აგ­რეთ­ვე, ამო­ღე­ბუ­ლია ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა „მე­ფედ­რო­ნის“ დამ­ზა­დე­ბის­თვის სა­ჭი­რო ქი­მი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი, პრე­კურ­სო­რე­ბი და შე­სა­ბა­მი­სი ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი ინ­ვენ­ტა­რი. ამო­ღე­ბუ­ლი ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა შავ ბა­ზარ­ზე 1 200 000 ლარს შე­ად­გენს.

გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 260-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი და მე­ო­თხე ნა­წი­ლე­ბით და 266-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს" - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული უცხო ქვეყნის მოქალაქის, 27 წლის აიდა იანაკულოვას ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.

დაკავებული ყაზახეთის მოქალაქეა.

"ბრალდება მას ედავება 266-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს, რაც გულისხმობს ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ დამზადება-შენახვას და, ასევე, ედავება 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღებას გულისხმობს. წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს და იყენებს დუმილის უფლებას. წინასასამართლო სხდომა ჯერ არ ყოფილა. აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. საქართველოს მოქალაქე არაა, ყაზახეთის მოქალაქეა და მისი ოჯახის წევრები აქ არ იმყოფებიან,"-განაცხადა ადვოკატმა ეკა ხუციშვილმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა