შაქარაშვილის საქმე - მოსამართლემ 6 არასრულწლოვანი დამნაშავედ სცნო
ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 6 არასრულწლოვანი, რომელთაც გამოძიება ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობას, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთასა და ძალადობას ედავებოდა, მოსამართლე მაია ოშხარელმა დამნაშავედ სცნო.
ჯერ-ჯერობით უცნობია სასჯელის ზომა და ის მომდევნო პროცესზე გამოცხადდება.
შეგახსენებთ, რომ შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე 17 ადამიანი დააკავეს, მათგან 11 სრულწლოვანია, 6 - არასრულწლოვანი. აქედან ოთხს, ნ.ც.-ს, ლ.შ.-ს, ნ.ქ.-ს, გ.მ.-ს, გამოძიება ედავება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ძალადობაში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას, ხოლო ორ ბრალდებულს, ზ.ხ.-სა და ა.ქ.-ს, გამოძიება 109-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს, განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობასაც ედავება.
წყარო:newposts.ge