16 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ნახეთ ვის ელის 16 ნოემბერს წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა.
ვერძი
იდეებით სავსეხართ, მაგრამ მათი უმეტესობა პრაქტიკაში არ ამართლებს და შესაძლებელია დაკარგოთ გარკვეული შესაძლებლობები ფინანსური თვალსაზრისით. ნუ მოიწყენთ და ნუ მოდუნდებით, რადგან ამ დღეს ყველა თვალსაზრისით, მათ შორის, ფინანსურადაც გაგიმართლებთ. გამოიყენეთ ყველა შესაძლებლობა და მიიღეთ სწორი გადაწყვეტილებები, რომ მაქსიმალურად გამოიყენოთ გამარჯვების შანსი.
კურო
გრძნობთ, რომ თქვენი, პირადი ბედნიერება გარშემო მყოფთა ბედნიერებაზეა დამოკიდებული. თუ გრძნობთ, რომ თქვენს საყვარელ ადამიანს უჭირს, იმოქმედეთ და ყველაფერი გააკეთეთ, რაც დაეხმარება.
თუ მარტოხელა ხართ, სცადეთ და სასურველი ადამიანისკენ პირველი ნაბიჯი თავად გადადგით. ამით თქვენს შორის საიმედო ხიდს ააგებთ და გაჩნდება შანსი ახალი ურთიერთობისა და ლამაზი ისტორიისთვის.
ტყუპები
ვარსკვლავებისგან მოულოდნელი ფინანსური საჩუქარი გელით, რომელიც ბევრი უსიამოვნებისგან გიხსნით. დისციპლინისა და მოთმინების წყალობით, შეგიძლიათ სრულად ისარგებლოთ ამ შესაძლებლობით. სხვათა შორის, კარგი იქნება მცირეოდენი თანხის „შასვი დღისთვის“ გადანახვა. თუ რჩევას გაითვალისწინებთ, მომავალში კმაყოფილი იქნებით საკუტარი გადაწყვეტილებით.
კირჩხიბი
შესაძლოა, ხელახლა დაინტერესდეთ საქმით, რომლითაც წარსულში იყავით გატაცებული. ეს უკიდურესად ემოციური საქმიანობა დაგეხმარებათ ფიქრებისა და გრძნობების მოწესრიგებაში და ზოგიერთი თქვენთვის საინტერესო საკითხის გაცნობიერებაში. ყველაზე მამაცებს ვურჩევთ შექმნან საკუთარი, მცირე ბიზნესი და რომელიც აუცილებლად წარმატებული იქნება.
ლომი
სიტუაცია გაიძულებთ, რომ სხვა ადამიანების პრობლემები გააცნობიეროთ. თქვენთვის ახლობელი ადამიანების მდგომარეობის მიმართ ძლიერ თანაგრძნობას გამოიჩენთ, მაგრამ შესაძლოა, ამან მომავალში თავად დაგაზარალოთ. იქნებ გააცნობიეროთ, რომ სხვების სურვილებსა და მოთხოვნილებებს საკუთარზე მაღლა აყენებთ და ბალანსის პოვნა სცადოთ. ბოლოს და ბოლოს იმსახურებთ, რომ ზოგჯერ საკუთარ თავზეც იფიქროთ.
ქალწული
დროა, თავისუფალი დრო გამონახოთ, რომელსაც მეგობრებთან ერთად გაატარებთ. აუცილებელი არ არის, რომ რაიმე მრავალრიცხოვანი და გრანდიოზული ღონისძიება დაგეგმოთ. ეს შეიძლება იყოს უბრალო შეხვედრა ადამიანებთან, რომლებიც დიდი ხანია არ გინახავთ. გირჩევთ, რომ ყველაფერი საგულდაგულოდ დაგეგმოთ, რადგან სპონტანურობა თქვენი ძლიერი მხარე არაა.
სასწორი
უკვე ხვდებით,რომ ყველაფერი, რაც ადრე გაწუხებდათ, ცრუ განგაში იყო. უკვე ყველაფერი ნათელია, ამიტომ შეგიძლიათ მოდუნდეთ და შვებით ამოისუნთქოთ. თქვენ ეს შეძელით! მიეცით საშუალება ადსამიანებს, რომ გაგამხიარულონ, რადგან ამას იმსახურებთ. გათავისუფლით დაძაბულობისგან და გაიღიმეთ. ვარსკვლავები თქვენთან არიან.
მორიელი
სავარაუდოდ, გადაჭარბებული მოლოდინები გაქვთ. იმდენად მაღლა უმიზნებთ, რომ იმედგაცრუებული დარჩებით და რეალობა გაგაოცებთ. უკეთესი იქნება, თუ ამბიციებს შეამცირებთ და მოვლენებს მიჰყვებით. თავს უფრო კომფორტულად იგრძნობთ, თუ თავს დაანებებთ ყველაფრის გაკონტროლის მცდელობას. ყველაფერი რაც ახლა გჭირდებათ, ისაა, რომ გული გახსნათ და გადაწყვეტილების მიღების უფლება სხვა ადამიანს მისცეთ. თუნდაც მხოლოდ ახლა.
მშვილდოსანი
ამ დღეს თქვენი წარმატების გასაღები გუნდური მუშაობაშია. თანამშრომლობა როგორც სახლში, ისე სამსახურში სასურველი შედეგის მიღებაში დაგეხმარებათ. მშვილდოსნებს, რომლებმაც თავიანთი ნახევარი ჯერ ვერ იპოვნეს, ვარსკვლავები ურჩევენ, სასურველ ადამიანთან ურთიერთობაში მეტი გამბედაობა გამოიჩინონ. თუ იაქტიურებთ, ვარსკვლავები ულამაზეს სიურპრიზებსა და დაუვიწყარ წუთებს გპირდებიან.
თხის რქა
თხის რქებისთვის ეს დღე შეიძლება ძალიან იოლი და მარტივი აღმოჩნდეს. ეცადეთ მომდევნო, რთული პერიოდისთვის მოემზადოთ და ენერგიით დაიმუხტოთ. უნდა გესმოდეთ, ენერგიის გარეშე მიზნისმიღწევა გაგიჭირდებათ. დღის მეორე ნახევარში ძველი მეგობარი, რომელიც დიდი ხანია არ გინახავთ, თქვენს მოძებნას ეცდება, რომ დახმარება გთხოვოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ დახმარებაზე უარი არ უთხრათ, რადგან ყველაფერი კარგი რასაც ახლა გააკეთებთ, უახლოეს ხანებში დაგიბრუნდებათ.
მერწყული
შესანიშნავ ფორმაში ხართ და მზად ხართ, რომ თქვენი ენერგიულობით ადამიანები გააოცოთ. ამ დღეს მიიღებთ ყველაფერს, რასაც დიდი ხანია, იმსახურებთ, მათ შორის, უფროსის მადლიერებას. ყველაფრის მიუხედავად, ვარსკვლავები გირჩევენ, რომ გადაიღალოთ, რადგან კონცენტრაციის უნარს დაკარგავთ. ცხელი აბაზანა ან საყვარელ ადამიანთან ერთად რომანტიკული ვახშამი შეიძლება წარმატებული დღის შესანიშნავი ფინალი გახდეს.
თევზები
ამ დღეს იმდენად დაძაბული მუშაობა მოგიწევთ, რომ ვერც კი შენიშნავთ, სამუშაო დღე როდის დასრულდება. პროფესიული თვალსაზრისით, ყველაფერი შესანიშნავად მიდის, მაგრამ პირად ცხოვრებაში, ეს დღე, მწარე მოგონებას დაგიტოვებთ. პარტნიორთან კამათმა შეიძლება ნერვიული სტრესი გამოიწვიოს. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ პრობლემებას მშვიდად შეხედოთ. გამოსავალი ყოველთვის არსებობს, ამიტომ ეცადეთ უფრო ოპტიმისტურად იაზროვნოთ.