17 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ნახეთ ვის ელის 17 ნოემბერს წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა.
ვერძი
ვერძებს პროფესიული თვალსაზრისით, რთულ პერიოდი აქვთ, მაგრამ ამ დღეს ყველაფერი ჩვეულ ნორმას დაუბრუნდება. თავისუფალ დროს შეგიძლიათ საყვარელი ადამიანების გარემოცვაში გატარებული დროით დატკბეთ, ხოლო სამსახურში ეცადეთ მაქსიმალურად ეფექტური იყოთ. ნუ გაბრაზდებით კოლეგებზე, რომლებიც სამუშაოს ვერ უმკლავდებიან. იყავით ტაქტიანი, მომთმენი და გონივრულად იმოქმედეთ.
კურო
კუროს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანის ყურადღებას საინტერესო ადამიანი მიაქცევს. თუ ჯერჯერობით მარტო ხართ, გაბედულად იმოქმედეთ და რომანტიკულ ვახშამზე მიიწვიეთ, თუმცა მანამდე მისი ოჯახური მდგომარეობის გარკვევა არ დაგავიწყდეთ. თუ ორივე მარტოხელა ხართ, შეიძლება ეს პაემანი ლამაზი რომანისა და ხანგრძლივი ურთიერთობის დასაწყისად იქცეს.
ტყუპები
ტყუპებს საყვარელი ადამიანისგან სიურპრიზი ელით. თუ თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მომენტი ახლოვდება, აუცილებლად უნდა მოემზადოთ. მაღაზიაში, საყიდლებზე წადით, სახლში რომანტიკული ვახშამი მოაწყვეთ, ყველაფერი უმცირეს დეტალამდე გათვალეთ და მხოლოდ საყვარელი ადამიანის ბედნიერებაზე იფიქრეთ. ერთად გატარებული დრო შეგახსენებთ რა არის სიყვარული და ვინ იცის, იქნებ თქვენი ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადავიდეს.
კირჩხიბი
ხვდებით, რომ საქმე არასწორი მიმართულებით ვითარდება, მაგრამ ეცადეთ სიმშვიდე შენარჩუნოთ, რომ შეცდომები არ დაუშვათ. ეცადეთ პრიორიტეტები განსაზღვროთ, რომ სწორი გადაწყვეტილების მისაღებად საკმარისი დრო გქონდეთ. ეცადეთ რეალობა ისე მიიღოთ, როგორიც არის და სწაგებაზე ნუ იფიქრებთ.
ლომი
შესაძლოა, კომპანიის ხელმძღვანელთან საუბარმა, რომელშიც თქვენ მუშაობთ, ისე არ ჩაიაროს, როგორც ელოდით. მისგან ოფიციალურ ტონს ელოდით, მაგრამ სასიამოვნო და მეგობრულ დამოკიდებულებით გაოცდებით. არ მოტყუვდეთ, ეს არ ნიშნავს, რომ ახალ ეტაპზე გადახვედით. ეცადეთ თქვენი პოზიციის პატივისცემა შეინარჩუნოთ და აჩვენოთ, რომ ადამიანებს შეუძლიათ თქვენი იმედი ჰქონდეთ.
ქალწული
შეიძლება ადამიანმა, რომელიც დიდი ხანია არ გინახავთ, დახმარება გთხოვოთ. სასურველია, რომ ამ ადამიანს თხოვნაზე უარი არ უთხრათ და ერთგულ მეგობარს შეიძენთ.
სასწორი
მშვენიერი დღეა, კარგ განწყობას ვერავინ და ვერაფერი დაგირღვევთ. საკმაოდ დაძაბული პერიოდის შემდეგ, ბოლოს და ბოლოს გაზაფხული თქვენს ქუჩაზეც მოვა. სამსახურში საქმეები ისე წავა, როგორც თქვენ ისურვებდით. ისარგებლეთ ხელსაყრელი პერიოდით და დაიმუხტეთ დადებითი ენერგიით. უახლოესი პერიოდი შეიძლება თქვენთვის ასე გულუხვი აღარ იყოს, ასე, რომ დროს ნუ დაკარგავთ.
მორიელი
მორიელებო, გირჩევთ საკუთარ ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მიაქციოთ, განსაკუთრებით ამ პერიოდში. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდის დაღლილობას და ნერვიულობას უკვალოდ არ ჩაუვლია. კარგი იქნება თუ ექიმთან სრულ გამოკვლევას ჩაიტარებთ. სამსახურში მოსალოდნელია დაძაბულობა და პრობლემები, მაგრამ ტაქტიანი და დიპლომატიური მოქმედებით ვითარებას გამოასწორებთ. ერიდეთ იმპულსურობას, რომელიც თქვენვე შემოგიბრუნდებათ. საღამოს ყველაფერი დამშვიდდება და დასვენების შესაძლებლობა გექნებათ.
მშვილდოსანი
მშვილდოსნებისთვის დაძაბული დრო დგება. გირჩევთ დახმარება მიიღოთ, განსაკუთრებით სამსახურში. ისწავლეთ გუნდურად მუშაობა და უფლება მიეცით კოლეგებს, რომ დაგეხმარონ. გაითვალისწინეთ, რომ შესანიშნავი დღეა უფროსთან ხელფასის მომატებაზე ან დაწინაურებაზე სასაუბროდ. ოჯახი თქვენი პრიორიტეტია, ამიტომ შესაძლოა, ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობისთვის სამუშაო გრაფიკი შეცვალოთ.
თხის რქა
შესაძლოა, გეგმები შეიცვალოს, ამიტომ გირჩევთ საკუთარი პრიორიტეტების ჩამონათვალს გადახედოთ და დაუყოვნებლივ შესწორებები შეიტანოთ. თუ პირად ურთიერთობებში პრობლემები გაჩნდა, მდგომარეობის გამოსწორებისკენ პირველი ნაბიჯი თქვენ უნდა გადადგათ და დღეს ამისათვის ყველაზე შესაფერისი დღეა.
მერწყული
ამ დღეს ეცადეთ, რომ ხმაურსა და აურზაურს ერიდოთ. ეს ემოციურად დაბალანსებისთვის ერთადერთი გზაა. შესაძლოა, ვიღაცამ თქვენი ნერვების გამოცდა გადაწყვიტოს, ამიტომ ჩვეულებრივზე მეტად მომთმენი უნდა იყოთ. კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად, ეცადეთ კომპრომისი იპოვოთ.
თევზები
ამ დღეს შეგიძლიათ თამამად იაროთ წინ, რადგან ვერავინ და ვერაფერი შეგაჩერებთ. ყველა მიმართულებით წარმატება გელით, ის ადამიანები არ უნდა დაივიწყოთ, რომლებიც წარმატების მიღწევაში დაგეხმარნენ. ნუ იქნებით უმადური და დააფასეთ ისინი. ადამიანი, რომელსაც დღეს პირველად შეხვდებით, შეიძლება თქვენი ცხოვრების მთავარი სიყვარული გახდეს.