როგორ გამოხატავენ გოგონები სიყვარულს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?!
ვერძი – გამოხატავს სითბოს, როგორც შეუძლია.
კურო – მოშინაურებას ცდილობს, თავს გაჩვევთ, გაპარებთ.
ტყუპები - გემაიმუნებათ, გეჯღანებათ, მოკლედ, გეფლირტავებათ- მისი ჭკუით.
კირჩხიბი – დახმარებას გთავაზობთ, თუნდაც სახლის შერემონტებაში, ხომ უნდა ნახოს სად დგამს ,,სტენკას”
ლომი – პატივს გდებთ მასთან იცეკვოთ… და უფლებას გაძლევთ, შეგიყვარდეთ
ქალწული – ცდილობს დაგეხმაროთ, რომ უკეთესი გახდეთ
სასწორი – ცდილობს რაც შეიძლება ნაზი, ქალური და სუსტი იყოს. არ დაუჯეროთ, პუტინიც სასწორია
მორიელი – სულში გიფათურებთ ხელებს… თქვენი ფოტოებიც უნდა… მერე ჯადოს გაგიკეთებთ ალბათ
მშვილდოსანი – ცდილობს რაც შეიძლება კარგად გაერთოს… მთლად კარგად არ იცის უყვარხართ თუ არა, ჰოდა, ეს მაინც შერჩეს…
თხის რქა – ყურადღებას გაქცევთ… ხანდახან… აი, ამ თავს მორჩება, წიგნს გადადებს და ამასობაში თქვენც შეყვარებული დახვდებით
მერწყული – მთლად კარგად თვითონაც არ იცის რას შვრება…თუმცა მისი პროგნოზირება ადვილია: ყველაფერია მისგან მოსალოდნელი
თევზები – გიზიარებთ ყველაფერს ჩუპა -ჩუპსიდან და ყურსასმენებიდან დაწყებული, საკუთარი სულით დამთავრებული… აქ რთულია მიხვდე სად მთავრდება ის და იწყებით თქვენ