თეგებით ძიება

მამაკაცთა ტიპები დაბადების თვეების მიხედვით - როგორი იქნება მასთან ცხოვრება

რა თქმა უნდა, ამ ვერსიის მეცნიერული დასაბუთება არ არსებობს, მაგრამ სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ ადამიანი რეალობასთან კავშირს დაბადებიდან პირველ თვეს ამყარებს და ქვეცნობიერში აყალიბებს ძირითადი ჩვევებს, რომელთა წყალობითაც ვხდებით ის, ვინც ვართ.

ერთად ვნახოთ მამაკაცთა ტიპები დაბადების თვეების მიხედვით.

იანვარი
ასეთი ადამიანი ძალიან პირდაპირი და მოუთმენელია. მას ტყუილის თქმა არ შეუძშლია, რაც უნდა დააფასოთ. იანვრის კაცებს აქვთ ლიდერის თვისებები, რაც ნებისმიერ საქმეში წარმატების მიღწევაში ეხმარებათ. თუ მისი ეგოიზმის პატიებას ისწავლით, ყველაზე ბედნიერ გოგონად გაქცევთ.

თებერვალი
უცნაურია, რომ თებერვლის კაცს შეუძლია ერთდროულად, ძლიერიც იყოს და დაუცველიც. ის გამუდმივად მომავალზე ფიქრობს და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების სწრაფად და სწორად მიღება მისი ძლიერი თვისებაა. გახსოვდეთ, რომ ოჯახი მისთვის წმინდა ადგილია და არასდროს ეჭვი შეიტანოთ მის პატიოსნებაში.

მარტი
მარტის კაცს არ მოსწონს სხვადასხვა ავანტიურებში გარევა და ვინმესთვის რამის დათმობა, თუ საკუთარ სიმართლეში დარწმუნებულია. ის მკაცრად იცავს დისციპლინას და გარშემო მყოფებისგანაც იგივეს ითხოვს. ურთიერთობაში ლიდერის პოზიციას გაურბის, ამიტომ მზად იყავით იმისთვის, რომ შეხვედრის ადგილი თავად აირჩიოთ.

აპრილი
აპრილის კაცი პერფექციონისტია, რომლებიც ყველაფერში იდეალის მიღწევას ცდილობს (სიტყვა პერფექციონიზმი მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან perfectio, რაც ნიშნავს უნაკლოს, სრულყოფილს) მეუღლესთან ურთიერთობაში მზრუნველი და ყურადღებიანია, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში სიმტკიცის გამოვლენა არ უჭირს. გაითვალისწინეთ, რომ ის სტერილური სისუფთავის მოყვარულია და უმცირეს ლაქასაც არ გაპატიებთ.

მაისი
მაისის კაცი ყოველთვის და ყველაფერს თავისებურად აკეთებს, მაგრამ საკუთარი შესაძლებლობების სწორად გამოთვლა უჭირს, რის გამოც წარუმატებლობა გარდაუვალია. ისინი ვერ იტანენ მათ მიმართ გულგრილობის გამოვლენას და კოლეგების წრეში დიდი ავტორიტეტით სარგებლობენ.

ივნისი
ივნისის მამაკაცებს საზოგადოებრივი აზრი არ აინტერესებთ, რადგან ასი პროცენტით დარწმუნებულნი არიან საკუთარ თავში და ამის ყველა საფუძველი აქვთ. ქალებს მასში ინტელექტი და მომხიბვლელობა იზიდავთ.

ივლისი
ამ თვის მამაკაცები ძალიან მშვიდები და მომთმენები არიან. ყველაზე მეტად სძულთ ასრაგულწრფელობა და ხშირად განიცდიან საკუთარი მიმნდობი ხასიათის გამო. ახლობლებელ ადამიანებში ყოველთვის დაცვას და ნდობას ეძებს, რაც ზოგჯერ არ ყოფნის.

აგვისტო
აგვისტოსკაცი ერთგული ქმარი და შესანიშნავი მამა იქნება. მას ხალხის დახმარება სიამოვნებას ანიჭებს. ის შესანიშნავი უფროსია, რომელსაც ხალხის ხელმძღვანელობა შესანიშნავად გამოსდის, მაგრამ ორჯერ გამეორება არ უყვარს - სიზუსტე და ლაკონურობა მისი სტილია.

სექტემბერი
სექტემბრის კაცს გამუდმებით მეგობრებისა და კოლეგების ყურადღება სჭირდება. შეუძლია გახდეს კარგი ლიდერი, რადგან რთულ სიტუაციებში დიპლომატიურ ნიჭს ავლენს. თავისუფალი დროის გატარება ოჯახთან ერთად უყვარს.

ოქტომბერი
ოქტომბრის კაცებმა შესანიშნავი ლოგიკა და ინტუიცია აქვთ. გოგოებო, ფრთხილად იყავით, თუ მათ მოვალეობასა და სიყვარულს შორის არჩევანის წინაშე დააყენებთ ისინი უყოყმანოდ აირჩევენ პირველს.

ნოემბერი
მოაზროვნე და სერიოზულია. ის აფასებს წესიერებას და საერთო ენის გამონახვა ყველასთან შეუძლიათ. კომუნიკაბელურია, მაგრამ ზოგჯერ საკუთარ თავთან მარტო დარჩენა სჭირდება. თუ ნოემბრის კაცი აირჩიეთ, იცოდეთ, რომ მას სერიოზული ურთიერთობა სჭირდება. უყვარს კომფორტი და სიმშვიდე და თავისუფალი დროის სახლში გატარება ურჩევნია.

დეკემბერი
ამ თვეში დაბადებული კაცი შრომისმოყვარე და ამბიციურია. უყვარს ცვლილებები, რადგან ერთფეროვნება სწრაფად ბეზრდება. ურთიერთობებში ძალიან კონსერვატიულია - ცოლმა არ უნდა იმუშავოს, რადგან მას საკუთარი თავისა და ოჯახის უზრუნველყოფა შეუძლია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა