თეგებით ძიება

ცუდი წყვილები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

1. ვერძი და კურო

ვერძი ზედმეტად თავნებაა, კურო კი ძალიან ჯიუტი, ამიტომ პრობლემები გარდაუვალია და შეთანხმება ჭირს. კურომ აუცილებლად უნდა იცოდეს, ურთიერთობის რომელ ეტაპზეა, ვერძს კი ეს აღიზიანებს. დაშორების დროს,
ვერძს უბრალოდ წასვლა და დავიწყება უნდა, კურო კი გამუდმებით ითხოვს ახსნა-განმარტებას.

2. კურო და მშვილდოსანი

კუროს, სახლში, მყუდრო და მშვიდ გარემოში ყოფნა ურჩევნია, მშვილდოსანი კი გამუდმებით ეძებს თავგადასავლებს. კუროს უბრალოდ არ შეუძლია მშვილდოსნის დაუცხრომელი ენერგიულობის ატანა.

3. ტყუპები და თხის რქა

ეს კავშირი ნამდვილი კატასტროფაა. ტყუპს გამუდმებით სჭირდება გართობა და საუბრები, თხის რქა კი შრომისმოყვარეა და მისი ცხოვრების თითოეულ დეტალს გეგმავს. სპონტანურობა მისი საქმე არაა, რაც ტყუპისთვის მოსაბეზრებელია.

4. კირჩხიბი და მერწყული

კირჩხიბს სახლში ყოფნა უყვარს, მერწყული თავისუფლების მოყვარეა. კირჩხიბს სურს აგრძნობინონ რომ სასურველი ადამიანია და უყვართ, ამიტომ მერწყულის კრიტიკა და შეცდომებზე პირდაპირი მითითებები, აღიზიანებთ.

5. ლომი და მორიელი

მორიელი ლომს კომპლიმენტებითა და შექებით არ გაანებივრებს, რაც მას ძალიან სჭირდება. ლომები თავს უნაკლოდ და მშვენივრად მიიჩნევენ, რაც მორიელს არ შეეფერება, რადგან ძალიან ეჭვიანია.

6. ქალწული და მშვილდოსანი

სერიოზული ურთიერთობები არც ერთს იზიდავს. მშვილდოსნები ზედმეტად უდარდელები არიან და არასდროს ფიქრობენ, როგორი ზიანი შეიძლება მიაყენოს ადამიანებს მათმა ქმედებამ. როცა მშვილდოსანი რამდენიმე დღით გაუჩინარდება, ეს ქალწულისთვის ნორმალური სულაც არ არის.

7. სასწორი და ქალწული

ქალწულებს სასწორების გაკრიტიკება სჩვევიათ, რაც მათ თავდაჯერებულობას აკარგვინებს. ქალწულებს თავი ყოველთვის მართალი ჰგონიათ და ეს ძალიან გამაღიზიანებელია.

8. მორიელი და ვერძი

ფეთქებადი კავშირია, რომელიც მხოლოდ იმ შემთხვევაშია კარგი, თუ შექსპირის პიესის გმირი ხართ, მაგრამ არა რეალურ ცხოვრებაში. ზოდიაქოს ორივე ნიშანი, ძლიერი და თავნებაა, აბსოლუტური კონტროლი სჭირდებათ და ყოველთვის პირველობისთვის იბრძვიან.

9. მშვილდოსანი და თხის რქა

მშვილდოსანი თხის რქას ყოველთვის საყვედურობს, რომ გასართობად საკმარის თავისუფლებას არ აძლევს. ერთმანეთს სექსუალურად არ იზიდავენ.









თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა