თეგებით ძიება

21 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ნახეთ ვის ელის 21 ნოემბერს წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა.

ვერძი
შესაძლოა, ისეთი ემოცია განიცადოთ, როგორიც დიდი ხანია, არ განგიცდიათ და ამან დროებით, წონასწორობა დაგირთვიოთ.
გირჩევთ, ამ გრძნობის ნუ გეშინიათ, რადგან ამით ქვეცნობიერი თქვენთვის გარკვეული შეტყობინებების გამოგზავნას ცდილობს. თუ მათ ყურადღებით მოისმენთ, შესაძლოა, იპოვოთ პასუხები პრობლემებზე, რომელთა მოგვარებაც შეუძლებელი გგონიათ.

კურო
გეჩვენებათ, რომ თქვენს გარშემო ყველაფერი იდეალურად ჰარმონიულია. თითქოს არსაიდან მოსული სიყვარული გაიძულებთ მომავალზე იოცნებოთ, რომელიც ისეთივე ლამაზია, როგორი იდუმალიც ჩანს. თუ ასეთი ემოციების განცდა გერგოთ, ეცადეთ ბოლომდე ისარგეწბლოთ შესაძლებლობით. მალე რეალობა თავის ნამდვილ სახეს გაჩვენებთ და ზღაპარი ყოველდღიურობად გადაიქცევა.

ტყუპები
ისეთი შთაბეჭდილება გაქვთ, რომ ბოლოდროინდელი პრობლემის გადაჭრის რამდენიმე ვარიანტი გაქვთ, მაგრამ ჯერ მისი წარმოშობის მიზეზები ყურადღებით უნდა შეისწავლოთ. რა თქმა უნდა, გამოსავალი ნებისმიერი სიტუაციიდან არსებობს, რაც არ უნდა რთული იყოს, მაგრამ თქვენ უნდა შეძლოთ წარსულში დაბრუნება და ყველაფრის პერსპექტივაში დანახვა. არა დღეს ან ხვალ, არამედ თქვენი ცხოვრების მთლიან კონტექსტში.

კირჩხიბი
დღეს, კირჩხიბებისთვის ყველაფერი ემოციურ დაძაბულობას ემყარება. გაითვალისწინეთ, რომ ოფისში ან საყვარელ ადამიანთან მწვავე დისკუსია შეიძლება მოუგვარებელ კონფლიქტში გადაიზარდოს. შეეცადეთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე და მაქსიმალურად ნათლად გამოხატოთ საკუთარი იდეები, რომლებსაც არგუმენტებით გაამყარებთ. ბოლოს და ბოლოს, თუ თანამოსაუბრე არ გეთანხმება, შესაძლოა თქვენივე ბრალია, რადგან სათქმელს ნათლად ვერ ამბობთ.

ლომი
ლომებო, ნუ დაკარგავთ დროს მეორეხარისხოვან დისკუსიებზე და ისეთ საკითხებზე, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას არ იმსახურებენ. უმჯობესია, შეწყვიტოთ საუბარი ადამიანებთან, რომელსაც არ ენდობით. არსებობს საფრთხე, რომ ვიღაც შეეცდება თქვენი უყურადღებობით ისარგებლოს და მოიპოვოს ინფორმაცია, რომელსაც თქვენს წინააღმდეგ გამოიყენებს.

ქალწული
უკვე მიაღწიეთ ზღვარს, როცა პირად ცხოვრებაში მეტი სიმშვიდე აუცილებელია. იქნებ დროა, ენერგიის უაზრო ფლანგვა შეაჩეროთ ან შეწყვიტოთ ოცნება ადამიანზე, რომელთან დაკავშირების საშუალებაც არ არსებობს. ეცადეთ ბედნიერება იმაში ნახოთ, რაც გაქვთ და შეწყვიტოთ ადამიანებთან დაპირისპირება მხოლოდ იმის გამო, რომ თქვენი არ ესმით.

სასწორი
სასწორისთვის დაძაბული დღეა. შესაძლოა, მოსმენილი ჭორებით გაოცებული დარჩეთ. საჭირო არაა რამე უმტიცოთ ადამიანებს, რომლებსაც თქვენი ავტორიტეტის განადგურება სურთ. უბრალოდ წაშალეთ ისინი თქვენი ცხოვრებიდან მათთან ერთად, ვინც ჭორებს ისმენს.

მორიელი
დროა, ერთ ადგილზე გაყინული პრობლემების გადაჭრაზე იფიქროთ. ამ საქმეს ნუღარ გადადებთ და დანაპირების შესრულებაზეც იფიქრეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი საქმიანი რეპუტაცია შეილახება. თუ საკუთარი პასუხისმგებლობებისა და ვალდებულებების შესრულება არ ისწავლეთ, თქვენს გარშემო ვითარება ძალიან დაიძაბება.

მშვილდოსანი
შესაძლოა, უახლოეს ადამიანებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება ან მათთან ურთიერთობების პრობლემების მოგვარება მოგიწით.
კარგია, რომ ზოგიერთ საკითხში დაძაბულობა მოიხსნება და საჭირო კომპრომისების მოძებნას შეძლებთ, მაგრამ ამაზე დიდ დროს და ენერგიას დახარჯავთ. იფიქრეთ იმაზე, თუ როგორ შეგიძლიათ ენერგიის დანაკარგი შეავსოთ, რადგან წინ წარმატებული პერიოდი გელით და სასიცოცხლო ძალები დაგჭირდებათ.

თხის რქა
ახალი ადამიანი, რომელიც თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდება, ძალიან დაგაინტერესებთ, მაგრამ მის შესახებ თითქმის არაფერი იცით, რომ გაიგოთ, სინამდვილეში ვინაა. ეცადეთ ურთიერთობის დამყარებამდე, ამ ადამიანზე მეტი გაიგოთ, მიუხედავად მისი ამჟამინდელი მდგომარეობისა. გირჩევთ საკითხს ობიექტურად შეხედოთ და არ დაუშვათ, რომ სიმპათიებმა სიმართლე გადაფარონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება იმედგაცრული დარჩეთ.

მერწყული
ურთიერთობებმა შეიძლება ახალი ძალით იფეთქოს და რუტინად ქცეულმა თანდათან გამოცოცხლება დაიწყოს. თქვენ ამ პროცესის დაჩქარება არ შეგიძლიათ, მაგრამ შეგიძლიათ მხარი დაუჭიროთ მას. შესანიშნავი დღეა მარტოხელა მერწყულებისთვისაც, რადგან შესაძლოა, გამოჩნდეს ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრების სიყვარულად იქცევა.

თევზები
ემოციურმა შოკმა შეიძლება ყველაზე გაწონასწორებულ ადამიანებსაც აიძულოს იმის თქმა, რისიც თავადაც არ სჯერა. ეს უნდა გაითვალისწინოთ, თუ დღეს რაიმე მოულოდნელს მოისმენთ. ინფორმაცია, რომელსაც ამ გზით იღებთ, არასანდოა, ამიტომ რაც არ უნდა მოისმინოთ, ნუ გაიმეორებთ. დატოვეთ ყველაფერი ისე, როგორცაა, სანამ ყველაფერს, რაც გესმით არ გადაამოწმებთ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა