მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში მძევლად, სავარაუდოდ, 10 პირი იმყოფება
წერეთლის გამზირზე, სადაც ერთი პირი მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეიჭრა და სავარაუდოდ, მძევლები აიყვანა, კრიმინალურ და საპატრულო პოლიციასთან ერთად, სპეცდანიშნულების რაზმია მობილიზებული.
“კურიერის” ინფორმაციით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში მძევლად, სავარაუდოდ, 10 პირი იმყოფება. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.