თეგებით ძიება

22 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ნახეთ ვის ელის 22 ნოემბერს წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა.

ვერძი
ამ დღეს ვერძებს სიყვარულში გაუმართლებთ. თუ პარტნიორი არ გყავთ, შესაძლოა, განსაკუთრებულ ადამიანს შეხვდეთ. ის სულო ახლოსაა. ყურადღებით მიმოიხედეთ და დაინახავთ ადამიანს, რომელიც თქვენს ყურადღებას მიიპყრობს. ისაუბრეთ, მიეცით ერთმანეთს უკეთ გაცნობის შესაძლებლობა და, ვინ იცის, იქნებ უბრალო პაემანი შეიძლება ლამაზი სიყვარულის ისტორიად იქცეს.

კურო
ეცადეთ ფული უფრო ეკონომიურად ხარჯოთ. თავი შეიკავეთ ძვირადღირებული ნივთების შეძენნისგან, თუ ამის საჭიროება არ გაქვთ.
ეს შეიძლება კარგი პერიოდი იყოს ნივთების ფასდაკლებით შესაძენად, მაგრამ აქაც ზომიერება უნდა გამოიჩინოთ, თორემ ფინანსურ პრობლემებს ვერ გაექცევით.

ტყუპები
მოთმინება იქონიეთ ძვირფასო ტყუპებო, მალე ყველაფერი გამოგივათ. მოერიდეთ კონფლიქტებს, რომლებიც მხოლოდ ნერვიულობას მოგიტანთ, განსაკუთრებით სასიყვარულო საქმეებში. გირჩვთ საღამო საყვარელ ადამიანებთან ერთად გაატაროთ. წაიკითხეთ კარგი წიგნები, უყურეთ საინტერესო ფილმებს, დაისვენეთ და მალე სასიხარულო ამბავს გაიგებთ.

კირჩხიბი
შესანიშნავი დღეა წესრიგის დამყარებისთვის და ეს მხოლოდ სახლის დალაგებას არ ეხება. დროა, კარგად გაიაზროთ თქვენი მეგობრობული თუ პროფესიული ურთიერთობები და ზედმეტი ადამიანებისგან გათავისუფლდეთ. გირჩევთ უარი თქვით ადამიანებზე, რომლებიც მხოლოდ ნეგატიურ ენერგიას გასცემენ, თავადაც არ შეუძლიათ წინსვლა და თქვენც ერთ ადგილზე გაკავებენ.

ლომი
ამ პერიოდში ყველაზე მეტად საკუთარ ფინანსურ მდგომარეობაზეუნდა იზრუნოთ. ეცადეთ დანაზოგი შექმნათ. ახლა ინვესტიციების დრო არ არის, მაგრამ იმედი არ უნდა დაკარგოთ. ფინანსური თვალსაზრისით, მალე თქვენს ქუჩაზეც გაზაფხული მოვა. შეძლებთ ბოლოს და ბოლოს თავისუფლად ისუნთქოთ და ოცნებები აისრულოთ.

ქალწული
ამ დღეს ენერგიით და ოპტიმიზმით სავსე ხართ და ნებისმიერ ეჭვებს დაძლევთ. მიზეზით თუ უმიზეზოდ თქვენს სახეს ღიმილი არ სცილდება.
გირჩევთ დღის მეორე ნახევარი ცხოვრების თანამგზავრს დაუთმოთ - ადამიანს, რომელიც ყველანაირ ამინდსა თუ გარემოებაში თქვენს გვერდით არის. გაითვალისწინეთ, რომ ახლა თქვენთვის განსაკუთრებული პერიოდია და ეცადეთ სრულად ისიამოვნოთ.

სასწორი
ინტუიცია კრიტიკულივითარების მოგვარებაში დაგეხმარებათ. უსმინეთ საკუთარ ინსტინქტებს და საუკეთესო გადაწყვეტილებებს მიიღებთ. დღის პირველ ნახევარში შეგიძლიათ დაისვენოთ და დატკბეთ ოჯახის წევრებისა და მეგობრების წრეში, მაგრამ საღამოს სამუშაო პრობლემის მოგვარება მოგიწევთ, რომლის გადადება შეუძლებელია. ეცადეთ საკუთარი ხარჯები აკონტროლოთ. სახლიდან საშოპინგოდ გასვლა უკეთესია წინასწარ მომზადებული სავაჭრო სიით.

მორიელი
იდეალური დღეა იმისთვის, რომ თავისუფალი დრო ოჯახთან ერთად გაატაროთ. ეცადეთ ეს დრო მაქსიმალურად გამოიყენოთ და ყურადღება მიაქციეთ ახლობელ ადამიანებს. მძიმე სამუშაო კვირის შემდეგ სრული უფლება გაქვთ, რომ მოდუნდეთ, დაისვენოთ და ახლობელი ადამიანები გაანებივროთ. კარგი იქნება თუ საყვარელ საქმიანობას გაიხსენებთ და რაიმე შემოქმედებითად საინტერესოს გააკეთებთ. და ბოლოს, ამ დღეს მოულოდნელი ვიზიტი გელით და კარგი იქნება თუ რამე კრეატიულა მოამზადებთ.

მშვილდოსანი
ამ დღეს დიდი ფული დახარჯვის ცდუნებას ებრძვით. ეცადეთ მეტი სიბრძნე და წინდახედულება გამოიჩინოთ, რადგან უსარგებლო ნივთებში ფულის გაფლანგვას მოგვიანებით, აუცილებლად ინანებთ. სავარაუდოდ, საღამოს დიდ დროს დაუთმობთ მეგობრებს და დაუბრუნდებით ადამიანს, რომელსაც დიდი ხანია არ ელაპარაკებით. ეს შერიგება ძალიან გაგაბედნიერებთ და მშვენიერი მომენტების განმეორების საშუალებას მოგცემთ.

თხის რქა
სამწუხაროდ, დასვენების შესაძლებლობა არ მოგეცემათ. ეს დღე ახალ შესაძლებლობებს მოგიტანთ და გადაწყვეტთ, ამ შესაძლებლობებით ბოლომდე ისარგებლოთ. სავარაუდოდ, საქმის ასეთი განვითარება ახლობელ ადამიანებს ძალიან განაწყენებს და შეიძლება თქვენი მისამართით უამრავი საყვედური მოისმინოთ.

მერწყული
ამ დღეს მოსალოდნელია მცირე კონფლიქტები გარშემო მყოფ ადამიანებთან. უახლოეს მეგობრებს კარგად ესმით, რომ თანდაყოლილი ცრურწმენები გაქვთ, მაგრამ შედარებით უცნობმა ადამიანებმა შეიძლება ვერ გაგიგონ. ცხადია, თქვენ უნდა შეცვალოთ ქცევა და ყველაფერი თავის ადგილზე დადგება. ეცადეთ უფრო ლოიალური გახდეთ იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ჯერ თქვენს საახლობლო წრეში არ მოიაზრებიან.

თევზები
ყველას არ ეძლევა ის შესაძლებლობები, რაც დღეს თქვენ მოგეცემათ. ამ დღის შედეგები გასაოცარი იქნება. შეგიძლიათ თავს უფლება მისცეთ, რომ ცოტა დაისვენოთ და საკუთარ თავზე იზრუნოთ. მარტოხელა ადამიანების ცხოვრებაში სავარაუდოდ, გამოჩნდება ადამიანი, რომელიც თქვენს ემოციებსა და გრძნობებს გააცოცხლებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა