23 ნოემბრის სტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ნახეთ ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა.
ვერძი
ვარსკვლავები პირად ცხოვრებაში მოულოდნელობებით სავსე დღეს გპირდებიან. პროფესიულ საქმიანობაში რამდენიმე გადაუჭრელ პრობლემას უშედეგოდ ებრძოდით, მაგრამ ახლა შესაფერისი დროა, ამოცანების გადასაჭრელად და ამას წარმატებით შეძლებთ. როდესაც ვერძი ნერვიულობს, მისი დამშვიდება არავის და არაფერს შეუძლია. ვერძის სიჯიუტე მას სხვადასხვა უსიამოვნო სიტუაციაში აგდებს. მხოლოდ მოთმინება დაგეხმარებათ ეს დღე უპრობლემოდ გაატაროთ.
კურო
დღის მეორე ნახევარში კარგი შესაძლებლობა გექნებათ, რომ სამსახურში ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებული პრობლემები გაარკვიოთ. ეს თქვენს სიმართლეს დაამტკიცებს და დაგეხმარებათ, რომ საკუთარი მიზნების შესახებ უფრო თავდაჯერებულად განაცხადოთ. იუმორის გრძნობა ყველაზე უსიამოვნო სიტუაციებშიც კი გეხმარებათ და ყოველთვის ყურადღების ცენტრში ხვდებით. ეს დღე დიდ სიახლეებს ან ცვლილებებს არ მოგიტანთ, მაგრამ საღამოს ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება გელით.
ტყუპები
სოციალური თვალსაზრისით, ხელსაყრელი დღეა, უფროსებისა და მეგობრების ყურადღების ცენტრში მოხვდებით. დილით განსაკუთრებული მომენტით ისიამოვნებთ, როცა ახლო ნათესავი მშვენიერ სიახლეებს მოგიტანთ. ეს მთელი დღის განმავლობაში დადებითი ენერგიით აგავსებთ. შეიძლება ვიღაცის გააკრიტიკების სურვილი გაგიჩნდეთ, რაც დაძაბულობას შექმნის. ეცადეთ საკუთარი სიტყვები და მოქმედებები აკონტროლოთ. ეს დღე კრიტიკისა და კომპლიმენტების მონაცვლელობაში ჩაივლის.
კირჩხიბი
საინტერესო თავგადასავალი კარგი განწყობით აგავსებთ. ეცადეთ საყვარელი ადამიანის მიმართ მეტი სიყვარული და ყურადღება გამოავლინოთ. ეს თქვენს ურთიერთობას გაცილებით ლამაზს და ჰარმონიულს გახდის. გირჩევთ მოდუნდეთ და თავისუფალი დრო დასვენებისთვის გამოიყენოთ, რადგან მძიმე და ძალიან დატვირთული კვირა გელით. კირჩხიბები ოჯახურ ცხოვრებას და სამსახურს შორის „იჭყლიტებიან“ და ამ ვითარებასთან გამკლავება უჭირთ. ყველაფერი დამოკიდებულია თქვენი პასუხისმგებლობის გრძნობაზე, დღეს ის თქვენი მხსნელია.
ლომი
მრავალწლიანი საოჯახო პრობლემა შეიძლება შესაძლოა, ისევ აქტუალური გახდეს და მისი მოგვარება დამოკიდებულია გადაწყვეტილებაზე, რომელიც დღეს უნდა მიიღოთ. მოთმინებით იმოქმედეთ და დღის ბოლოს ყველაფერი თავის ადგილზე დადგება. ფინანსური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ცვლილებები მოსალოდნელი არ არის. თქვენი ქარიზმა უამრავ პოზიტივს იზიდავს, მაგრამ ლომმა კარგად არ იცის როგორ ისიამოვნოს. ლომებო, სამუშაოს გარდა, ამ ქვეყნად უამრავი სასიამოვნო რამ არსებობს, ამიტომ ეცადეთ, რომ მოდუნდეთ და დაისვენოთ. ამ დღეს სხვადასხვა განსაცდელი განწყობას ვერ გაგიფუჭებთ.
ქალწული
გამრიახობის დახმარებით სამსახურეობრივ საქმეებს ადრე დაასრულებთ და უამრავი თავისუფალი დრო გექნებათ. ნუ იმოქმედებთ იმპულსურად, კარგი იქნება თუ დასვენების ან მოგზაურობის სხვადასხვა ვარიანტებს განიხილავთ, რომ თქვენი თავისუფალი დრო მაქსიმალურად კარგად გამოიყენოთ. ხვდებით, რომ პროფესიონალად ჩამოყალიბდით და გამოცდილება თავდაჯერებას გმატებთ.
სასწორი
დღის პირველ ნახევარს მთლიანად საკუთარ პასუხისმგებლობებზე ზრუნვას დაუთმობთ. სწორად შერჩეული სტრატეგიის წყალობით, მათ შესრულებას დროულად შეძლებთ. ეცადეთ გარშემო მყოფი ადამიანების მიმართ მეტი მოთმინება გამოიჩინოთ. ეს თქვენს მიმართ მათ დამოკიდებულებას გააუმჯობესებს. ამ დღეს თქვენი აზრები მთლიანად სამსახურეობრივი და ფინანსური საკითხებითაა დაკავებული, რომ ვითარების გაუმჯობესდება შეძლოთ. მართალია სწრაფი გადაწყვეტილების მიღებას ვერ შეძლებთ, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში კარგი გეგმა გამოგივათ.
მორიელი
ამ დღემ შეიძლება პროფესიონალური წარმატება და დაწინაურებაც კი მოგიტანოთ. კარგად დაფიქრდით და ინტუიციას მოუსმინეთ, შეიძლება თქვენ ყველა ვარიანტი არ გაითვალისწინეთ. თქვენს ცხოვრებაში ძალიან ბევრი ტექნოლოგიაა და ძალიან ცოტა ცოცხალი ურთიერთობები. იქნებ, რაიმეს შეცვლაზე დაფიქრდეთ? ეცადეთ სხვა ადამიანების მიმართ ყურადღება და მადლიერება გამოხატოთ.
მშვილდოსანი
ისიამოვნეთ კომპლიმენტებით, რომლებსაც დღეს მოისმენთ. პირადი ურთიერთობის თვალსაზრისით, შესანიშნავი დღეა. საყვარელი ადამიანი ლამაზი ჟესტით გაგაოცებთ ან რაღაც სასიამოვნო ღონისძიებაზე მიგიწვევთ. ამ დღეს საქმე თქვენგან უზარმაზარ ენერგიას და ყურადღების კონცენტრაციას მოითხოვს, თუმცა დღის ბოლოს შესრულებული სამუშაოთი კმაყოფილი დარჩებით. თქვენი პრინციპულობა და მიზანსწრაფულობა პროფესიაში უზარმაზარ უპირატესობას მოგიტანთ.
მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დსაკავშირებული პრობლემები, თუმცა აქტიური დასვენება ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ.
თხის რქა
შესაძლებლობა გაქვთ თქვენი პროფესიული გეგმები განაახლოთ. წარსულიდან მოსულ ადამიანთან შეხვედრა ზოგიერთ გადაწყვეტილებასთან მიმართებით თვალს აგიხელთ, რომელიც შეუფერებელ დროს მიიღეთ. თხის რქა ურთიერთობებში ყოველთვის სასიამოვნო არ არის, მაგრამ მეგობრებს ისეთი უყვართ, როგორიც არის.
დღის პირველ ნახევარში ფინანსური თვალსაზრისითსასიამოვნო ამბავს გაოგებთ, რაც ძალიან გაგახარებთ.
მერწყული
ეცადეთ პარტნიორს მეტი ყურადღება მიაქციოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება თავი მიტოვებულად იგრძნოს და ამან კონფლიქტურ დისკუსიებამდე მიგიყვანთ, რომელიც არ მოგეწონებათ. პოზიტიური ენერგეტიკით თქვენს გარემოცვაში ახალ ადამიანებს მიიზიდავთ. რა თქმა უნდა, ოჯახის სიყვარული დიდ მსხვერპლს მოითხოვს. ხელიდან არ გაუშვით შესაძლებლობა, რომ ახლობელ ადამიანებს კიდევ ერთხელ უთხრათ „მიყვარხარ".
თევზები
ამ დღეს ძველ მეგობარს შეხვდებით, რაც სასიამოვნო ემოციებს და მოგონებებს მოგიტანთ. ისიამოვნეთ ამ შესაძლებლობით, ასეთ წუთებს საოცრება შეუძლია!
სიმართლე თევზების ძლიერი მხარე არ არის, მაგრამ მათ ყოველთვის იციან, როგორ უნდა დააღწიონ თავი პრობლემებს, რომლებსაც უმეტესად, თავადვე ქმნიან.
თუ ძველ მეგობართან შეხვედრას არ ჩავთვლით, ამ დღეს არანაირი სიურპრიზი არ გელით, ჩვეულებრივი რუტინით სავსე, ჩვეულებრივი დღეა. თუმცა შეგიძლიათ თავად გაამრავალფეროვნოთ. თუ ისურვებთ, ამის ყველა შესაძლებლობა გაქვთ.