23-29 ნოემბრის ასტროპროგნოზი ტაროლოგისგან - რა გელოდებათ სიყვარულისა და ფინანსების კუთხით
ტარო – ძველეგვიპტელების გამოგონილი ბანქოა, რომელშიც ცოდნის და განათლების ღმერთის – ტოტის სიბრძნეა ჩადებული და მჭიდრო ბმაშია ასტროლოგიასთან.
ის, ვინც ყველაფერს ემოციურად, შეგრძნების დონეზე აღიქვამს – საკუთარ ქვეცნობიერს ააქტიურებს, რადგან როცა ცნობიერი ანუ ლოგიკა და კრიტიკული აზროვნება ითიშება, სწორედ ქვეცნობიერი ირთვება.
ასოციაციურად აღიქვამს ადამიანი ტაროს ბანქოსაც, რომელსაც ემოციებით შიფრავს, ყველა ნიუანსის მნიშვნელობის მცოდნე სპეციალისტი კი, მის შიშებს, კომპლექსებს განსაზღვრავს და ცდილობს პრობლემის აღმოფხვრას.
ტაროლოგი HER MIT ჩვენ მკითხველს 23-29 ნოემბრის კვირის ასტროლოგიურ პროგნოზს სთავაზობს, როგორც ზოგადი, ასევე, სასიყვარულო ურთიერთობების და ფინანსური კუთხით.
ვერძი
კვირის ზოგადი ტენდენცია: მთელი კვირის განმავლობაში ვერძების ენერგია ძალიან მაღალია. თქვენ ახლა შეგიძლიათ აქტიური ქმედებები, ყოველდღიური სიხარულისა და სიამოვნების მიღება. მეტიც, თქვენი დადებითი ენერგეტიკა გადამდებია, რაც საშუალებას გაძლევთ გქონდეთ კარგი კომუნიკაცია. ეს უკანასკნელი იძლევა ყველა თქვენი ჩანაფიქრის კარგად მოგვარების საშუალებას.
პირადი ურთიერთობები: აქ შემოდის პირველადი იმპულსები. შესაძლოა ახალი ნაცნობობები, ძველის ახლი ფურცლიდან დაწყება, მიძინებული ურთიერთობების გაღვიძება, თუნდაც წასული ადამიანების დაბრუნება. თუმცა, ამ კვირაში სერიოზულ შედეგებს ამ თემაში არ უნდა ველოდოთ.
ფინანსები (ზოგადად კარიერული) საკითხები: აქ ვერძების მიმართ მეტი მოთხოვნები და დავალებები წამოვა. თქვენ მოგიწევთ გონივრულად გადახედოთ წინა პერიოდში დაშვებულ შეცდომებსა თუ უზუსტობებს, რაც აუცილებლად გახდება კრიტიკის საგანი, და ახლა იწვევს ფინანსების შეჩერებას.
კურო
კვირის ზოგადი ტენდენცია: თვითშეფასება და შარმი ძალიან მაღალია. აქ თქვენ ამაყები და თავდაჯერებული ხართ. გაქვთ წარმატების რწმენა, ყოველდღიური სიხარულისა და ბედნიერების მიღების უნარი. აქედან გამომდინარე, ყველა სიტუაციაში ხართ ლიდერი და ფავორიტი.
პირადი (ან ზოგადად ) ურთიერთობები: შემოდის ბევრი ფლირტი, ახალი ნაცნობობა. ბრუნდებიან თქვენი ცხოვრებიდან გამქრალი ადამიანები. ურთიერთობები ამ ეტაპზე არ მიდის თავის ბოლო ნიშნულამდე, თუმცა, სიახლეებისათის არაჩვეულებრივი პერიოდია.
ფინანსები (ზოგადად კარიერული) საკითხები: ახლა თქვენ გაურკვევლობაში ხართ და არ იცით საიდან და რა გზით მოახერხოთ მიწიერი საკითხების დალაგება. ან ბიუჯეტში აღინიშნება გარღვევა, ან ვერ განსაზღვრავთ პრიორიტეტებს. ფინანსები დიდად არ შემოდის, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ თავს ვერ მოაბამთ პრობლემების მოგვარებას. აქ უფრო ფსიქოლოგიური შიში გაფერხებთ, ვიდრე არასაკმარისი ფინანსები.
ტყუპები
კვირის ზოგადი ტენდენცია: კვირა არ გამოირჩევა აქტიურობით. ტყუპების უმრავლესობას მოუწევს ძველ თემებში დაბრუნება, რომლებიც თითქოს დასრულებული უნდა ყოფილიყო. შესაძლოა, თავი გამოყოს გადადებულმა საქმეებმა, ან თავიდან გახდეს რაღაც დასაზუსტებელი და ჩასასწორებელი.
პირადი (ან ზოგადად ) ურთიერთობები: ძალიან ჯიუტი და შეუვალი ხდებით ამ კვირაში. ახლა თქვენ ხართ მთავარი პერსონა და თქვენ იცით ყველაფერი, რაც რათქმაუნდა არ უხდება არცერთ ურთიერთობას. თქვენმა ამ ეტაპის უხასიათობამ, შესაძლოა ნეგატიური კვალი დატოვოს უკვე შემდგომი პერიოდისათვის. ამდენად, იყავით უფრო მორიდებულები და რბილები.
ფინანსები (ზოგადად კარიერული) საკითხები: ახლა ეს თემა თქვენ გარკვეულ დონეზე გაგაწვალებთ. ან თქვენ გაჩქარებდნენ, ან თავად თქვენ აჩქარებთ სხვებს, შრომის საფასურის მიღებასთან დაკავშირებით. ახლა ჯობია არავითარი სამუშაო არ შეასრულოთ წინასწარი ანაზღაურების გარეშე.
კირჩხიბი
კვირის ზოგადი ტენდენცია: ეს კვირა დიდად არაა აქტიურობით გამორჩეული, თუმცა თქვენ კიდევ უფრო აპასიურებთ მას საკუთარი ფსიქოლოგიური გაუწონასწორებლობით. ახლა მიდრეკილი ხართ წუწუნისა და თვითშეცოდებისაკენ. ამ ენერგეტიკით არც ღირს რაიმე სახის აქტიურობა და სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება. დაისვენეთ და დაწვით ეს ნეგატიური ენერგია.
პირადი (ან ზოგადად ) ურთიერთობები: ვლინდება ემოციონალური სიძუნწე და უხასიათობა. ახლა თქვენ არ ხართ ემოციების გაცემისა და მიღების ხასიათზე. ამ პერიოდში ჯობია მოერიდოთ კომუნიკაციას, რათა დროებითი უხასიათობა არასასიამოვნოდ არ აისახოს სამომავლო ურთიერთობებზე.
ფინანსები (ზოგადად კარიერული) საკითხები: მოსალოდნელია ფინანსების გაჩერება. ახლა თქვენი მოლოდინები ვერ მართლდება. შესაძლოა, მოგიწიოთ კუთვნილი თანხის მისაღებად აგრესიის გამოვლენა.
ლომი
კვირის ზოგადი ტენდენცია: მთლიანობაში დადებითი კვირაა. მართალია თქვენ ახლა არ ხართ აქტიურები, მაგრამ სწორედ ამ ეტაპზე მიიღებთ წინა პერიოდში გაწეული შრომისა თუ გარკვეული ძალისხმევის დამსახურებულ შედეგებს.
პირადი (ან ზოგადად ) ურთიერთობები: ლომები ახლა ძალიან ამაყები და თავდაჯერებულები არიან. ზედმიწევნით იციან საკუთარი თავის ფასი. გარშემო ასხივებენ მიმზიდველ ფერომენებს და ამდენად არიან ყურადღების ცენტრში. ახლა თქვენთვის სწორედ „მსხვერპლის“ მონადირების დროა.
ფინანსური (ზოგადად კარიერული) საკითხები: ეს თემა ძალიან დადებით ველში დგას. ფინასები ან ახალი წინადადებები იწყებენ ნელნელა შემოდინებას. ახლა ვალების დაბრუნების დროც კია.
ქალწული
კვირის ზოგადი ტენდენცია: თქვენ ახლა „გარედან მტერს უბრმავებთ თვალს და შიგნიდან მოყვარეს“. შესაძლოა, წინსვლების პერიოდი არ გაქვთ, თუმცა მყარად დგახართ საკუთარ ფეხებზე და გარემოებებს თავს არ აჩაგვრინებთ.
პირადი (ან ზოგადად ) ურთიერთობები: თქვენ ახლა სინანულის და წარსულთან დაბრუნების ეტაპი გაქვთ. ბევრი ქალწული მოგონებებიდან ცდილობს ენერგიის მიღებას. ამდენად, ასეთი სენსიტიურობა ხელს გიშლით სიახლეების შემჩნევასა და მიღებაში.
ფინანსური (ზოგადად კარიერული) საკითხები: ახლა სიფრთხილის დროა. არ არის რაიმე დიდი შენაძენების ან საქმეების კეთების დრო. მაღალია დაბნეულობის, დანაკარგების, ქურდობის ტენდენციაც კი. ეჭვის თვალით შეხედეთ ყველანაირ მომხიბვლელ შემოთავაზებას.
სასწორი
კვირის ზოგადი ტენდენცია: კვირა სასიკეთოა ახალი საქმეების დასაწყებად, ან გაჩერებული თემების ასამუშავებლად. შესაძლოა მოვიდეს ახალი შემოთავაზებები, ახალი ნაცნობობა. მოისმინეთ სამყაროს შემოთავაზებები, რაც ასე უხვია ამ პერიოდში, თუმცა ახლა საბოლოო გადაწყვეტილებების მიღება ნაადრევია.
პირადი (ან ზოგადად ) ურთიერთობები: მაღალია სპონტანური გადაწყვეტილებების, დაუფიქრებელი ნაბიჯების გადადგმის ალბათობა. ნუ ენდობით დაპირებებსა და შემოთავაზებებს. სავარაუდოდ, სხვა ადამიანებიც არ არიან დაკვირვებულები თავის ქმედებებთან მიმართებაში. ამდენად, ახლა „ყველაფერი ოქრო არაა, რაც ბრჭყვიალებს“.
ფინანსური (ზოგადად კარიერული) საკითხები: კვირის ენერგეტიკა ნაკლებადაა წარმატებული ფინანსებისათვის. ვლინდება გარკვეული გულისწყვეტა წარსულისაკენ. რაც აღარ არის, ის უფრო მომხიბვლელი და უკეთესი გგონიათ დღევანდელი გადმოსახედიდან. თუმცა, წარსულზე სწორება ვერ ანვითარებს მომავალს. განსაკუთრებით ფინანსებს აუცილებლად ჭირდება მიზანდასახულობა და განვითარება. ამიტომ, ნუ შეაფერხებთ საკუთარ თავს უკან მზერით.
მორიელი
კვირის ზოგადი ტენდენცია: წამოწყებებისა და პირველადი მოლაპარაკებების დონეზე, კვირა პოზიტიურია. აქ საბოლოო შედეგებზე ვერ ვისაუბრებთ, თუმცა, საწყისი ეტაპები წარმატებულად მიმდინარეობს ყველა სფეროში, და ის საიმედოდ გამოიყურება.
პირადი (ან ზოგადად ) ურთიერთობები: ახლა თქვენ საერთოდ არ ხართ პირადი თემის ხასიათზე. ნაკლებად მოგწონთ საკუთარი თავი. ფსიქოლოგიურად არ ხართ ძლიერი და ამდენად, თავად აფერხებთ ამ ტიპის კომუნიკაციებს.
ფინანსური (ზოგადად კარიერული) საკითხები: ეს კვირა შემოსავლიანობით არ გამოირჩევა. ახლა სიახლეების, თუნდაც ახალი სამუშაოს ძიების დროა. მოგიწევთ მხოლოდ საკუთარი თავის იმედად იფიქროთ სიტუაციის გაუმჯობესების გზებზე. ალბათ, ბევრ თგვენგანს სჭირდება კვალიფიკაციის ამაღლება, ან გარკვეული ინფორმაციით შეიარაღება.
მშვილდოსანი
კვირის ზოგადი ტენდენცია: პირველ რიგში ესაა სულიერი წონაწორობისა და თვითგანვითარების კვირა. ახლა კარგია სულიერი პრაქტიკებით, ან ზოგადად რელიგიური თემებით დაკავება, რამის შესწავლა და მედიტაცია. გამოცდების ჩაბარება წარმატებით ჩაივლის. ამ პერიოდში თქვენი ნაშრომი სამართლიანად შეფასდება.
პირადი (ან ზოგადად ) ურთიერთობები: ახლა ჰარმონიული პერიოდი გაქვთ. ყველანაირ ურთიერთობაში ისადგურებს სიმშვიდე და გაგება. ამ კვირის ურთიერთობები, შესაძლოა, შემდგომისათვის საუკეთესო მოგონებებად დარჩეს.
ფინანსური (ზოგადად კარიერული) საკითხები: პირდაპირი შემოსავლები ახლა შესაძლოა ვერ დაინახოთ, თუმცა მოლაპარაკებების ან ხელშეკრულებების დონეზე იწყება სასიკეთო წამოწყებები, რასაც უკვე შემდგომ მოაქვს ფინანსების გაუმჯობესება. შესაძლოა, მევალეების მხრიდან დამაჯერებელი დაპირებაც მიიღოთ, თანხის დაბრუნების შესახებ.
თხის რქა
კვირის ზოგადი ტენდენცია: რთული კვირაა, რომელსაც მოაქვს სამყაროსეული გამოცდები, აგრესიული გარემო. თქვენი განწყობაც დაძაბულია. ახლა თხის რქების საფირმო ოპტიმიზმი შედარებით მიძინებულია. სიფრთხილე გმართებთ მჭრელ საგნებთან. ზოგ შემთხვევაში არაა გამორიცხული რაიმე სახის სამედიცინო ჩარევა.
პირადი (ან ზოგადად) ურთიერთობები: ვლინდება პესიმიზმი, სულიერი სიცარიელე, მოლოდინების დაუკმაყოფილებლობა, რაც ადუნებს თქვენს მიზანსწრაფულობასა და თავდაჯერებულობას.
ფინანსური (ზოგადად კარიერული) საკითხები: მოსალოდნელი შემოსავლები შეჩერებულია. ხელშეკრულებების შესრულება შესაძლოა გაძნელდეს. არაა გამორიცხული თქვენს მიმართ მოტყუების მცდელობა. მოერიდეთ რაიმე სახის შესყიდვებს. მაღალია იმისი ალბათობა, რომ მოტყუვდეთ თანხაში ან ხარისხში.
მერწყული
კვირის ზოგადი ტენდენცია: ახლა თქვენთვის სულიერი ტრანსფორმაციის დროა. აქ მოხდება ბევრი რამის გადაფასება. და თუ ეს არ იქნება ნებაყოფლობითი, შესაძლოა, სამყარომ უფრო უხეში ჩარევით შეგაცვლევინოთ აზრი ამათუიმ საკითხზე. სავარაუდოდ, მოგიწევთ მოვლენებს შეხედოთ სრულიად საპირისპირო კუთხით.
პირადი (ან ზოგადად) ურთიერთობები: მერწყულები ახლა ცდილობენ დაიკავონ ლიდერული მდგომარეობა ყველანაირ ურთიერთობაში, რაც შესაძლოა გადამეტებულად აგრესიული ფორმით მიმდინარეობდეს. თქვენი თავდაჯერებულობა ძალიან მაღალია, თუმცა, შესაძლოა ახლა ეს სხვებისათვის არ იყოს მისაღები და მოსაწონი.
ფინანსები (ზოგადად კარიერული) საკითხები: მცირე შეფერხებები იწვევენ დეპრესიულ განწყობას. მოლოდინები ვერ მართლდება. ვლინდება გარკვეული უიმედობა თქვენი მხრიდან, რითაც კიდევ უფრო ამძიმებთ ამ თემას. თუმცა, დანაკარგები აქ არ არის.
თევზები
კვირის ზოგადი ტენდენცია: არაჩვეულებრივი კვირაა თქვენთვის. ახლა ზედა ძალების მფარველობაში იმყოფებით. ზედმეტად აქტიურობაც კი არ გჭირდებათ, ისე მოაქვს სამყაროს ( რათქმაუნდა დამსახურებისამებრ) ყველანაირი სიკეთე და წარმატება.
პირადი (ან ზოგადად) ურთიერთობები: საოცარი გამართლება, კარმულ ადამიანებთან შეხვედრები. სამყარო მიგიყვანთ იქ და იმ დროს, სადაც საჭიროა. ახლა სერიოზიული გადაწყვეტილებების მიღების დროა. შეცდომები თითქმის გამორიცხულია.
ფინანსური (ზოგადად კარიერული) საკითხები: დამსახურებული შემოსავლები და აღიარება. ახალი შემოთავაზებები ან ძველ ადგილას წარმატება და პატივისცება. კარგი ფინანსები. თუ რაიმე არ გიფასდებოდათ, ახლა ყველაფერი თავის ადგილს დაიბრუნებს.
პროგნოზის ავტორი: ტარილოგი her mit
https://www.facebook.com/Her-Mit-104439888130457
https://www.facebook.com/her.mit.3139