თეგებით ძიება

ლევან ზურაბაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლო მძევლად ხელში ჩაგდების მუხლით ბრალდებულ ლევან ზურაბაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობს.

ადვოკატები მისთვის 1000-ლარიანი გირაო შეეფარდებას ითხოვენ.

ადვოკატ გიორგი ჭოჭუას თქმით, დაკავებულს სურს, გამოძიებასთან ითანამშრომლოს და სიმართლე დადგინდეს.

„პატიმრობის სანაცვლოდ მოვითხოვ 1000 ლარის ოდენობით გირაოს, ესეც იქიდან გამომდინარე, რომ მას სურს რეალურად ჭეშმარიტება დადგინდეს, ითანამშრომლოს გამოძიებასთან, ამაზე ამიტომ ვართ თანახმა. არანაირი მძევლობა ეს არ ყოფილა, არავისთვის არ შეუზღუდავს გადაადგილება, არავისთვის არ მიუმართავს უხეშად. ის იქ მყოფებს ეუბნებოდა, დაეტოვებინათ სხდომა, მაგრამ არ გადიოდნენ. ზოგიერთი იყო თანამშრომელი, მოლარე, მენეჯერი“, – განაცხადა ადვოკატმა.

რაც შეეხება ბრალდების მხარეს, როგორც ცნობილია, პროკურატურა დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს.

შეგახსენებთ, ოფიციალური ინფორმაციით, 20 ნოემბერს, თბილისში, წერეთლის გამზ. №12ა-ში მდებარე შპს „მიკრო ბიზნეს კაპიტალის“ შენობაში შეიჭრა პირი, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღისა და ხელყუმბარის მსგავსი საგნების გამოყენების მუქარით, სხვადასხვა მოთხოვნების შესრულების სანაცვლოდ, შენობაში მყოფი 19 ადამიანი მძევლად აიყვანა.

ლევან ზურაბაშვილს მძევლად ხელში ჩაგდების მუხლით აქვს ბრალი წარდგენილი. ასევე, საქმეზე დაინიშნა ფსიქიატრიული ექსპერტიზა.

გამოძიება სსკ-ის 144-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

1tv.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა