თეგებით ძიება

24 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ნახეთ ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა.

ვერძი
ახალი პროექტი, რომელზეც ბოლო დროს მუშაობდით, წარმატებულ დასასრულს უახლოვდება. თამამად იმსჯელეთ თქვენს პროგრესზე ახლობელ ადამიანებთან და მშვიდად მოისმინეთ ნებისმიერი კრიტიკა, თუ გსურთ საკუთარი მუშაობის ობიექტური შეფასება. იფიქრეთ იმაზე, თუ როგორ შეგიძლიათ სააკუთარი უნარების გამოავლენა გარშემო მყოფი ადამიანების გაღიზიანების გარეშე.

კურო
გაითვალისწინეთ, რომ ამ დღეს ემოციების და გრძნობების დაფარვა შესაძლებელია უცნაური გზით მოხდეს. მოსალოდნელია სიყვარულის გამომჟღავნების სპონტანური და ატიპიური მეთოდი, ამიტომ ყველაფრისთვის მზად იყავით. ნუ გჯერათ, რომ სიყვარული ყოველთვის დაგეგმილი და წინასწარ გათვლილია. გახსოვდეთ, რომ სპონტანურობა თავად სიყვარულის იდეასთან ასოცირდება. ხელს ნუ კრავთ ადამიანს მხოლოდ იმიტომ, რომ არაპრაქტიკულად ან საკმარისად ჭკვიანურად არ მოგეჩვენებათ, დრო თავად დააყენებს ყველაფერს თავის ადგილზე.

ტყუპები
ამ დღეს სხვებისგან და მით უმეტეს, საყვარელი ადამიანისგან ლოიალურობის იმედი არ უნდა გქონდეთ. თავი შეიკავეთ გულახდილობისგან, სავარაუდოდ, მაინც ვერავინ გაგიგებთ. უარს ნუ იტყვით საკუთარ ოცნებაზე და მისი მიმართულებით იარეთ. ამ დღეს თქვენ და თქვენი ოცნება ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდებით.
მოსალოდნელ დაბრკოლებებს და გაუგებრობებს წარმატებით გადალახავთ. სიმშვიდე შეინარჩინეთ და ემოციები აკონტროლეთ.

კიბო
როდესაც საქმე რომანტიკულ ურთიერთობებამდე მივა, დაინახავთ, რომ პარტნიორზე მეტს გასცემთ. მისი ნდობის და სიყვარულისმოსაპოვებლად ბოლომდე ოხარჯებით. ეს შეიძლება პარტნიორის ან საკუთარი გრძნობების შემოწმების გაუცნობიერებელი მცდელობა იყოს. გსურთ დარწმუნდეთ არის თუ არა გრძნობა ისეთი ძლიერი, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. იქნებ თქვენ ისევ სწორ მიდგომას ან გამოსავალს ეძებთ საკუთარი თავისთვის, რომელიც უფრო ურთიერთობას გულისხმობს, ვიდრე დაშორებას.

ლომი
ამ დღის დევიზია თავისუფლება. თავს სრულ გაურკვევლობაში გრძნობთ, როდესაც საქმე სიყვარულს და რომანტიკას ეხება. თქვენი აზროვნების პრობლემა ის არის, რომ შეიძლება არასწორად იქნეს განმარტებული. პარტნიორმა შეიძლება იფიქროს, რომ ის უბრალოდ არ გაინტერესებთ. როგორმე პარტნიორს უნდა აუხსნათ, რომ გიყვართ და მის გამო ყველაფრისთვის მზად ხართ, მაგრამ ამავე დროს, პირადი სივრცეც გჭირდებათ, რომ საკუთარი თავისთვის რაღაც გააკეთოთ.

ქალწული
როდესაც საქმე თქვენს გრძნობებს ეხება თავს უხერხულად გრძნობთ. როცა საყვარელი ადამიანი საკმარის დროს და ყურადღებას არ გითმობთ, თავს შეურაცხყოფილად და დამცირებულად გრძნობთ. თქვენთვის მთავარია ურთიერთობაში კომფორტი და არა სხვა ადამიანი, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად გიყვართ, ეცადეთ იპოვოთ გზა, რომელიც თქვენი და თქვენი საყვარელი ადამიანის ოცნებებს დააკავშირებს, ნაცვლად იმისა, რომ მათთან მარტო იაროთ.

სასწორი
მიუხედავად იმისა, თუ როგორ წარიმართება საქმეები, ოპტიმალური სიტუაცია, რომელსაც ეძებთ, ცხვირწინ გაქვთ. დარწმუნდით, რომ არ ცდილობთ საყვარელი ადამიანით მანიპულირებას, რომ ისეთი გახდეს, როგორიც გსურთ. თუ ეს ურთიერთობა არ გაკმაყოფილოებთ, შეიძლება დადგა დრო, რომ სხვა ადამიანი მოძებნოთ.

მორიელი
თქვენი ოცნებები კარგად მუშაობენ თქვენს წარმოსახვაში, მაგრამ პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ეს ოცნებები რეალობად უნდა აქციოთ. ფრთხილად იყავით, რომ ზედმეტად ინტელექტუალური და რაციონალური მიდგომისგან შეცდომა არ დაუშვათ. როდესაც საქმე ურთიერთობებს ეხება, საქმე არც ისე ლოგიკურად და რაციონალურად ვითარდება. უნდა გააცნობიეროთ თქვენი ურთიერთობის მრავალი ასპექტი, უნდა ისწავლოთ პრობლემების მართვა მათი წარმოქმნისთანავე, სანამ დაგროვდებიან და ყველაფრის ერთდროულად კეთება მოგიწევთ.

მშვილდოსანი
სიყვარული და პირადი ურთიერთობები არარეალურად რომანტიკულ განწყობაზე დაგაყენებთ. თვალები ბრწყინავთ, როდესაც ფიქრობთ ან საუბრობთ ადამიანზე, ვინც მსოფლიოში ყველაზე მეტად გიყვარს. მიუხედავად იმისა, რომ რომანტიკულ ურთიერთობებში ხართ, თქვენი პიროვნული მომხიბვლელობა უამრავ ადამიანს მიიზიდავს. ცდუნება ყოველიფეხის ნაბიჯზე გელოდებათ.

თხის რქა
როდესაც საქმე ადამიანურ ურთიერთობებს ეხება, ფრთხილად უნდა იყოთ. ნუ მოითხოვთ ყველასგან იმის გაკეთებას, რასაც თქვენ აკეთებთ ან მიგაჩნიათ, რომ უნდა გააკეთოთ. შეიძლება ძალიან დიდი მოლოდინი გაქვთთ საყვარელი ადამიანისგან და შიშობთ, რომ ის ვერასოდეს შეძლებს ამ სტანდარტების შესრულებას.
არასწორია იმის თქმა, რომ ეს ადამიანი თქვენი სტანდარტებისგან განსხვავდება. ეცადეთ უფრო ბრძნულად მოიქცეთ.

მერწყული
ამ დღეს თქვენი ფანტაზიები შეიძლება რეალობად იქცეს, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ურთიერთობებს ეხება. თქვენ შეძლებთ განიცადოთ მომენტი, რომელზეც ოცნებობდით, ასე რომ, ყველაფრისთვის მზად იყავით. ადამიანი, რომელიც ძალიან გაინტერესებთ, ასსევე დაინტერესდა თქვენით. გახსოვდეთ, რომ ყველა ოცნება შეიძლება ახდეს და დღეს სწორედ ასეთი დღეა.

თევზები
თანდაყოლილმა ცნობისმოყვარეობამ, ახლის შეცნობისა და ცვლილებების წყურვილმა შეიძლება რაიმე სარისკო წამოწყების ან აშკარა ავანტიურისკენ გიბიძგოთ. ბედის ცდუნების ან სიკვდილთან თამაშის სურვილმა შეიძლება ფინანსურად დაგაზარალოთ ან ჯანმრთელობის პრობლემები შეგიქმნათ. გზაზე დაბრკოლებებმა ან პარტნიორის არაკეთილსინდისიერმა საქციელმა შეიძლება წონასწორობა დაგაკარგინოთ და დაძაბულობა გაამწვავოს. გახსოვდეთ ერთადერთი გამოსავალი თქვენი სისწრაფე და პატიების უნარია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა