“კარფურში” კაცმა ყოფილი ცოლი დაჭრა
“კარფურის” გლდანის ფილიალში, სუპერმარკეტის თანამშრომელს თავს დაესხნენ.
შემთხვევა დღეს მოხდა. როგორც “მთავარს” სუპერმარკეტის პრესსამსახურში უთხრეს, დანით შეიარაღებული პირი თავს ყოფილ მეუღლეს დაესხა და მას ჭრილობები მიაყენა.
დაშავებულის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია.
როგორც “კარფურში ამბობენ, თავდამსხმელი მაღაზიის უსაფრთხოების სამსახურმა შეაკავა, ამის შემდეგ კი სამართალდამცველებმა ის დააკავეს.