თეგებით ძიება

"კარფურში" დაჭრილი ქალი კლინიკიდან გაწერეს

ამ დრომდე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა გლდანის კარფურში, სადაც გუშინ ახალგზარდა ქალი ყოფილმა მეუღლემ ცივი იარაღით დაჭრა.

სამართალდამცავებმა თვითმხილველები დაკითხეს,შიდა და გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერებიც ამოიღეს.

რაც შეეხება ქალს, ის კლინიკიდან უკვე გაწერეს და მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

შეგახსენებთ, რომ გუშინ "კარფურის" გლდანის ფილიალში დანით შეიარაღებული პირი

თავს ყოფილ მეუღლეს დაესხა და მას საკანცელარიო დანით ჭრილობები მიაყენა.

შსს-მ გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო. დაკავებული წარსულში ნასამართლევი, 1976 წელს დაბადებული პირია, რომელმაც შსს-ს ცნობით, შემაკავებელი ორდერი დაარღვია, ყოფილ მეუღლეს სამსახურში მიაკითხა და საკანცელარიო დანის გამოყენებით ყელის არეში ჭრილობა მიაყენა. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

წყარო:newpost.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა