თეგებით ძიება

25 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ნახეთ ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა.

ვერძი
პროფესიულ საქმიანობაში მოსალოდნელია სირთულეები, მაგრამ რიტმი არ უნდა შეანელოთ. თქვენს ძალისხმევაზეა დამოკიდებული შთაბეჭდილება, რომელსაც გარშემო მყოფებს შეუქმნით. პრობლემის შესახებ ნაკლები ისაუბრეთ და ნუ ეცდებით საკუთარი პასუხისმგებლობა სხვას გადააბაროთ. აუცილებელია, რომ პრობლემების მოგვარებაზე თავად იზრუნოთ. ასეთ შემთხვევაში თქვენი შრომის ნაყოფს აუცილებლად მოიწევთ. ახლა ყველაფერი რთულადაა და შესაძლოა, ამის გამო უდიდეს სტრესს განიცდით, მაგრამ თქვენი ყოველი სიტყვა, ჟესტი და საქციელი თითო აგურს დადებს თქვენს მომავალში და ეს ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია.

კურო
საუკეთესო დროა ახალი ცოდნის ათვისებისა და უცნობი ადგილების მონახულებისთვის. დასვენების გეგმებს ადგენთ და ყველა შესაძლო გზით ცდილობთ გაექცეთ ყოველდღიური ცხოვრების რუტინას. თუნდაც კოსმოსში, ოღონდ სამსახურიდან შორს წახვიდეთ. თუ ამ დღეს გამგზავრება ვერ მოახერხეთ, უბრალოდ გადახედეთ თქვენი ბოლოდროინდელი მოგზაურობის ფოტოებს, რომ დამშვიდდეთ და გადაწყვიტეთ საით წახვიდეთ. თქვენ მალე დააგროვებთ საკმარის ფულს და როდესაც მსოფლიოში ზოგადი მდგომარეობა შეიცვლება, სასურველ მოგზაურობაში აუცილებლად წახვალთ.

ტყუპები
ცოტა ხნით შეჩერდით და არაფერი გააკეთოთ იმ გეგმის მიმართულებით, რომელსაც თქვენთვის ყველაზე ძვირფასია. გაითვალისწინეთ, რომ თქვენი ყველა მცდელობა სიტუაციას მხოლოდ გაართულებს. ასე რომ შეისვენეთ და მიეცით ამ გეგმას საშუალება, რომ თავისთავად, გარედან ჩარევის გარეშე განვითარდეს.
კარგია, რომ ეს საქმე წამოიწყეთ, სწორი რიტმი და სწორი მიმართულება შეურჩიეთ და ახლა გვერდიდან, როგორც თეატრში წარმოდგენას უყურებთ. ზოგჯერ არაფრის გაკეთება გჭირდებათ, გარდა ღილაკის დაჭერისა, თითქოს ფილმს უყურებთ და დარწმუნებული ხართ, რომ დასასრული ბედნიერი იქნება.

კირჩხიბი
სიყვარული ისევე მოითხოვს სიცხადეს, როგორც ლამაზ სიტყვებსა და ხმამაღალ დაპირებებს. ეცადეთ ღრუბლებში ფრენას თავი დაანებოთ და დედამიწაზე დაბრუნდეთ. დროა, რაღაც კონკრეტული შექმნათ და ვარდისფერ პონებზე და ფერადი ნახატებზე არ იოცნებოთ. თქვენს რჩეულს მკაფიო ჟესტების საშუალებით უნდა აჩვენოთ, რომ გიყვართ. ეცადეთ რეალურად იაზროვნოთ. სიყვარული მოქმედებას ითხოვს და არა სიტყვებს!

ლომი
თქვენ ხართ მეოცნებე, რომელსაც ადამიანები უყვარს, მაგრამ ხშირად ზომიერების გრძნობა ღალატობს. ნუ გადააჭარბებთ! თუ უკანასკნელ პერანგსაც სხვას აჩუქებთ, ოდესმე მიხვდებით, რომ სანაცვლოდ, არაფერი მიგიღიათ. ზოგი თქვენში მხოლოდ ქველმოქმედს ხედავს, რომელმაც თავი სხვების სამსახურს მიუძღვნა. რა თქმა უნდა, კარგია, როცა ავადმყოფ ადამიანებზე, მიტოვებულ ბავშვებზე, ქუჩის ცხოველებზე და ბუნების დაცვაზე ზრუნავთ, მაგრამ სინამდვილეში, ეს არის ბრძოლა წისქვილებთან. იზრუნეთ მათზე, ვისაც უსაზღვროდ უყვარხართ, თორემ შეიძლება თქვენი სიკეთით სხვებმა ისარგებლონ.

ქალწული
პროექტი, რომელშიც მთელი თქვენი ენერგეტიკული რესურსი და პოზიტიური აზროვნება ჩადეთ, შესანიშნავად ვითარდება. მიუხედავად იმისა, რომ შედეგს ძალიან სწრაფად ვერ მიიღებთ, მთავარია, რომ სწორ გზაზე დგახართ და მოთმინება უნდა მოიკრიბოთ. წარმოიდგინეთ, რომ რასაც ახლა აკეთებთ, მომავლის მოსავალია - თითქოს ვენახში დადიხართ და ხედავთ, რომ ყურძენი იზრდება. ერთადერთი, რაც ახლა გჭირდებათ, შესაფერის დროს დაელოდოთ მდიდარი მოსავალი მიიღოთ.

სასწორი
თქვენს ხელთაა ყველაზე ეფექტური იარაღი იმის შექმნისთვის, რაც გსურთ. ამიტომ ნუ ელით სასწაულებს სხვებისგან, როდესაც ბედნიერების წყარო თავად ხართ!
განახორციელეთ იდეა, რომელიც ახლა თქვენს გონებაში იბადება. ნუ დაკარგავთ ოპტიმიზმს და ენთუზიაზმს, რადგან ეს გზა უდიდეს წარმატებას მოგიტანთ.
გახსოვდეთ თქვენი ძველი მიღწევები და იამაყეთ. დარწმუნებული იყავით, რომ თქვენი ახალი იდეაც, ძველების მსგავსად, შესანიშნავად იმუშავებს. სხვაგვარად არ შეიძლება.

მორიელი
ნუ იდგებით უძრავად მხოლოდ იმიტომ, რომ უძრაობას მიჩვეული ხართ. არ შეგეშინდეთ ცვლილებების და ეცადეთ გააცნობიეროთ, რომ დროთა განმავლობაში, ყველაფერი შეიცვლება. თქვენც და თქვენს გარშემო მყოფი ადამიანებიც იცვლებიან, ამიტომ თუ გზა ძალიან კარგად გააზრებული და გარკვეული პრინციპებით დაიწყე, ეს სხვა მიმართულებებისა და იდეების უარყოფას არ ნიშნავს. ეცადეთ განსხვავებული მოსაზრებები მიიღოთ, რადგან დიდი შანსია, ხელიდან დიდი შესაძლებლობები გაუშვათ. ინანებთ, მაგრამ ყველაფრის უკან დაბრუნება შეუძლებელია.

მშვილდოსანი
კმაყოფილი ხართ ყველაფრით, რაც თქვენს ცხოვრებას და საქმიანობას უკავშირდება - სახლით, სადაც ცხოვრობთ, სამსახურით, სადაც მუშაობთ, ადგილით, სადაც ყოველ დილას მიდიხართ. თქვენს გარშემო კარგი ატმოსფეროა, რაც გეხმარებათ გატაცებით და სიამოვნებით იმუშაოთ და სხვების მოზიდვასაც თუ იგივე გატაცებით და ინტერესით შეძლებთ, წარმატება გაცილებით დიდი იქნება. ყურადღებით იყავით! ამ დღის მრავალი წარმატება დამოკიდებულია სივრცეზე, რომელშიც იმყოფებით. ასე რომ, ყურადღებით მიმოიხედეთ, ყველაფერი რიგზეა? ყველა დეტალი გარკვეულ როლს შეასრულებს თქვენს წარმატებაში, ამიტომ ნუ უგულებელყოფთ.

თხის რქა
ორ მიმართულებას შორის ხართ, მაგრამ ჯერ არ იცით, რომლისკენ გადაიხრებით, ორივე გზით წასვლა კი შეუძლებელია. ადრე თუ გვიან დადგება დრო, როდესაც ამ ვარიანტებიდან მხოლოდ ერთი უნდა აირჩიოთ. თავი დაანებეთ ყველაფერს, ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებას, რადგან ახლა ინფორმაციისა და დეტალების შეგროვების დროა, რომელიც საბოლოოდ გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებათ.

მერწყული
თქვენი მიზნისკენ პირველი ნაბიჯი გადადგმულია. ყველა შანსი გაქვთ, რომ ყველაზე დიდი ოცნება აისრულოთ. დღეს შეიძლება შეხვდეთ ადამიანს, ვინც თქვენს ოცნებას იზიარებს, ვინც ერთხელ მოახერხა მისი განხორციელება და ახლა კონკრეტულ რჩევებს შემოგთავაზებთ, რაც ჩანაფიქრის განხორციელებაში დაგეხმარებათ.
მიჰყევით მის მითითებებს, რადგან ის საკუთარი გამოცდილებით მოქმედებს. ეს არის მზა რეცეპტი, რომელიც თქვენს დროსა და ძალისხმევას დაზოგავს.

თევზები
ამ ეტაპზე შეცდომების დაშვების ან წესების დარღვევის უფლება არ გაქვთ. ყურადღების კონცენტრაცია გჭირდებათ. მნიშვნელოვან დოკუმენტებთან და ციფრებთან მუშაობის დროს მოდუნება არ შეიძლება. ახლა შეგიძლიათ ყველას ანახოთ რამდენად სერიოზულად მოეკიდეთ დავალებას და რადგან შედეგების წარდგენის დროა.
თქვენს მიმართ ყველა კეთილად არის განწყობილი, რადგან მოვალეობებს პასუხისმგებლობით ეკიდებით. მხოლოდწინ და შეუჩერებლად უნდა იაროთ. ეს თქვენთვის იდეალური დღეა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა