თეგებით ძიება

ქალები, რომელთაც გვერდით ძლიერი მამაკაცი სჭირდებათ, ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

თევზები

თევზები ძალზე არაკომფორტულად გრძნობენ თავს, როდესაც რაიმეა გადასაწყვეტი ან პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებაა საჭირო. ამ ქალების უმრავლესობას სურს, მთელი ცხოვრება ვინმეს უყვარდეს და თვითონაც უყვარდეს, იოცნებოს და დატკბეს ამ სამყაროს სილამაზით. მათ უჭირთ მატერიალური სამყაროს წესებთან და მოთხოვნებთან შეგუება. თევზ ქალებს ისე, როგორც სხვა არავის, ესაჭიროებათ გვერდით ძლიერი მამაკაცი. მათ უნდა იგრძნონ, რომ უყვართ და იცავენ.

კირჩხიბი

მორცხვი კირჩხიბები თავიანთ მგრძნობიარე ნატურას ხშირად გარეგნული სითამამისა და დამოუკიდებლობის მიღმა მალავენ. სინამდვილეში, კირჩხიბებს სჭირდებათ ძლიერი მამაკაცი, რომლითაც მანიპულირებას ვერ შეძლებენ. ამ ნიშნის წარმომადგენელ ქალებს სურთ შექმნან მტკიცე ოჯახი ღირსეულ მამაკაცთან. კირჩხიბები ხშირად იტანჯებიან საკუთარი შიშების გამო. მათ სურთ, რომ ძლიერი მამაკაცის გვერდით თავი დაცულად იგრძნონ, რადგან სწორედ დაცულობის გრძნობა ეხმარება მათ პირად ცხოვრებაში ბედნიერების მოპოვებაში.

ტყუპი

ტყუპი ქალები მარადიული ბავშვები არიან, რომელთაც პასუხისმგებლიანი, სერიოზული ადამიანი სჭირდებათ გვერდით. ისინი ძალზე მოურჯულებელი, ცვალებადი ნატურები არიან; მაგრამ სიმშვიდის მოპოვება ძლიერი და ღირსეული პარტნიორის გვერდით შეუძლიათ. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები მუდამ რაღაც ახლისკენ და უჩვეულოსკენ ისწრაფვიან, მაგრამ, ამავე დროს, გვერდით ძლიერი საყრდენი სჭირდებათ. სწორედ ძლიერ მამაკაცს შეუძლია აჩვენოს ტყუპ ქალს, რამდენად მრავალფეროვანი შეიძლება იყოს სიყვარული.

მორიელი

ძლიერ და მტკიცე მორიელ ქალს უფრო ძლიერი პარტნიორი სჭირდება, რომელსაც ის პატივს სცემს და დააფასებს. სწორედ ძლიერი, მამაცი მამაკაცის გვერდით შეუძლია მოიპოვოს მორიელმა ქალმა შინაგანი სიმშვიდე და ბედნიერება. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენელი ქალები თავად არიან მტკიცე და ძლიერი პიროვნებები, მაგრამ სასიყვარულო ურთიერთობებში ისინი ოცნებობენ სიყვარულზე, დაცულობაზე.

წყარო:newpost.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა