თეგებით ძიება

რომელია ყველაზე ცუდი დიასახლისი ზოდიაქოს ნიშნებში?

სახლის დალაგება, ჭურჭლის და თეთრეულის რეცხვა, გაუთავება, სამზარეულო - მათთვის ეს მხოლოდ სიტყვები კი არა, წყევლაა! ვნახოთ რომელია ყველაზე ცუდი დიასახლისი ოდიაქოს ნიშნებში?

ტყუპები
ტყუპები სიამოვნებით გარეცხავდნენ თეფშებს, მოხეხავდნენ იატაკს და დაბანდნენ კატას, მაგრამ ძალიან ზარმაცები არიან. ამდენი დრო და ენერგია უნდა დახარჯონ დასუფთავებაზე და რამდენიმე დღეში იგივე აურზაური იქნება. რა აზრი აქვს? ფიქრობენ ტყუპები და არც თუ უმიზეზოდ.

მერწყული
მერწყულს თავი მსოფლიოს საუკეთესო დიასახლისი ჰგონია. ის სიამოვნებით აძლევს რჩევებს თავის მეგობრებს, როგორ უნდა გარეცხონ, გამოაცხონ, გაწმინდონ და გაასტერილონ. ქმარიც თავს იწონებს, რომ მისი ცოლი მსოფლიოში საუკეთესოა ყველა თვალსაზრისით, მაგრამ ეს ყველაფერი აშკარა ტყუილია! ცოლ-ქმარი იძინებს პიცის ყუთებზე, საუზმობს ტარაკნების ოჯახთან ერთად და არავის უშვებს სახლში, რომ მითი არ გაქარწყლდეს.

ვერძი
ვერძისთვის რეცხვისა და წმენდის ფუნქცია მხოლოდ მაშინ ირთვება, თუ სახლში ოთხფეხა მეგობარი გაჩნდა და ორი თვის განმავლობაში გრძელდება, სანამ შინაური ცხოველი ტუალეტით სარგებლობას ისწავლის.

თევზი
თუ წინდები იატაკზე არ ეკრობა, სამზარეულოს კარადაში სუფთა თეფში კიდევ მოიძებნება და აივანზე ნაგვის პარკისთვის ადგილი, მაშინ სახლის დალაგებაზე ფიქრი ნაადრევია. თევზთან სახლის სველი წესით დალაგებაზე და საწმენდი საშუალებების გამოყენებაზე საუბარს აზრი არ აქვს და ჯობს თავი არ შეიწუხოთ.

ლომი
რა მინდა სამზარეულოში, თუ ჭამა რესტორანშიც შეიძლება? რატომ უნდა ვალაგო ბინა და მანიკური გავიფუჭო, როდესაც შეიძლება ამის გაკეთება ვინმეს დავავალო? მშობლებმა ასეთი ლამაზი იმისთვის არ მზარდეს, რომ ვალაგო. თუ თქვენი სისხლი ისეთივე ცისფერია, როგორც მისი, მაშინ უნდა იპოვოთ კაცი, რომელსაც შინამოსამსახურედ აქცევთ. ოღონდ ხმის უფლების გარეშე - ეს უკვე მეტისმეტია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა