26 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ნახეთ ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა.
ვერძი
ძალიან ფრთხილად მოეკიდეთ ინფორმაციას, რომელსაც დღეს მიიღებთ, რადგან საეჭვოა, ის თქვენთვის სასარგებლო იყოს. ინფორმაციის წყაროს ნამდვილი ინტერესები სიკეთისა და ცრუ მეგობრობის მიღმა იმალება. ადრე თუ გვიან დარწმუნდებით, რომ ეს ინფორმაციაც და ყველაფერი სხვაც მხოლოდ მის ინტერესებში იყო. ნუ დაიჯერებთ ცრუ სიტყვებს, კომპლიმენტებს და ქება-დიდებას, რადგან მათ მხოლოდ თქვენთან დაახლოებისა და თქვენგან რაღაცის მიღების მიზნით ამბობენ. გახსოვდეთ, რომ თქვენს გარემოცვაში ყველა სიკეთეს და კეთილდღეობას არ გისურვებთ.
კურო
ნუ მიატოვებთ საქმეს მხოლოდ იმიტომ, რომ ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც თქვენ გსურთ. დიდი ძალისხმევა დაგჭირდებათ, სანამ საჭირო დონეს მიაღწევთ.
ყველაფერი ისე სწრაფად და ადვილად არ ვითარდება, როგორც ფიქრობდით, ამიტომ გინდათ, რომ ყველაფერი მიატოვოთ და დსაივიწყოთ, მაგრამ ეს დიდი შეცდომა იქნება. მალე ყველაფერი ისე იქნება, როგორც გეგმავდით და მიზანს აუცილებლად მიაღწევთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბევრს ინანებთ.
ტყუპები
ეცადეთ, ეჭვები მოიცილოთ და საკუთარი თავისა და ძალების მეტად ირწმუნოთ. თქვენ ენთუზიაზმით სავსე, ოპტიმისტი ადამიანი ხართ, რომელსაც სახეზე ღიმილი დასთამაშებს და ნებისმიერი გამოწვევისთვის მზადაა. ნერვიულობის მიზეზი არ გაქვთ, რადგან ყველაფერი პოზიტიური მიმართულებით ვითარდება, მაგრამ, როგორც ჩანს, საკუთარი ძალების მიმართ რწმენა და თავდაჯერება დაკარგეთ. ამაყად გაიხსენეთ რამდენჯერ გაიარეთ მსგავსი სიტუაციები და რამდენი პრობლემა გადალახეთ ისინი და მიხვდებით,რომ იგივეს გაკეთება დღესაც შეგიძლიათ. ემოციურიები ასეთი გამოწვევის წინაშე ნორმალურია, მაგრამ ემოციები შიშად არ უნდა იქცეს. ეს შიში უსაფუძვლოა, ვარსკვლავები თქვენს მხარეს არიან.
კირჩხიბი
სიყვარული შეიძლება საუკეთესო მკურნალი და ყველაზე ეფექტური წამალი გახდეს, როდესაც თქვენ ან თქვენი საყვარელი ადამიანი საუკეთესო ფიზიკურ ან ფსიქიკურ მდგომარეობაში ხართ. როდესაც გიყვართ, თავს სრულიად სხვანაირად გრძნობთ - ვერც დაავადებას გრძნობთ, არც მწუხარებას განიცდით, რადგან სიყვარული ენერგიით გავსებთ. თქვენ პარტნიორისგან სიყვარულის უზარმაზარ დოზებს იღებთ და ეს თქვენი სასიცოცხლო ძალა გგახდება. ყველაფრის მიუხედავად, სიფრთხილე გამოიჩინეთ და აკონტროლეთ ემოციები.
ლომი
თუ რაღაცის არ მოგწონთ, თამამად შეცვალეთ. თქვენს გარდა, ვერავინ შეძლებს ყველაფერი ისე გააკეთოს, როგორც თქვენ გინდათ. თქვენ ერთადერთი ხართ, ვისაც საკმარისი ძალა აქვს და სიტუაციას აკონტროლებს. გახსოვდეთ, თავგანწირვით და ოპტიმიზმით მუშაობა მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ. სწორი არჩევანი მნიშვნელოვანია, დღეს მოსალოდნელია სერიოზული ცვლილებები ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. ოჯახის წევრებთან დაკავშირებით, ლომი როგორც ყოველთვის, რისკავს, მაგრამ, სავარაუდოდ, ყველაფერი წარმატებით დასრულდება.
ქალწული
ყურადღებით უსმინეთ სხვების სიტყვების, მაგრამ საკუთარ პოზიციას არ უღალატოთ. ცოდნა ის ძალაა, რომელიც დაგეხმარებათ აკეთოთ ის, რაც გსურთ.
თანამშრომლობა ის არაა, რაც დღეს გჭირდებათ, ამიტომ გირჩევთ ამ დღის გეგმებს გადახედოთ. გირჩევთ ყველაფერი მარტომ, სხვების დაუხმარებლად აკეთოთ და შედეგი უკეთესი იქნება. გამორიცხული არ არის, რომ პარტნიორს თქვენი საქციელი არ მოეწონოს და გაუგებრობას ძალიან დიდი კონფლიქტი მოჰყვეს.
ეცადეთ მთელი დღის განმავლობაში სიმშვიდე შეინარჩუნოთ.
სასწორი
ამ დღეს თქვენი მოქმედებები და გადაწყვეტილებები ცხოვრების ზოგიერთ ასპექტს შეცვლის. ახლობელი ადამიანების მხარდაჭერა იმაზე მეტად დაგეხმარებათ, ვიდრე ოდესმე. თქვენი მდიდარი ფანტაზიის წყალობით ხელფასის მომატებას ან პრემიის მიღებას დაიმსახურებთ. დღის განმავლობაში ბევრ ემოციურ მდგომარეობას გაივლით.
მორიელი
ამ დღეს რამდენიმე საინტერესო შეთავაზებას მიიღებთ და შეიძლება მათ შორის ერთზე დიდი ხანია ოცნებობთ. რადიკალური ცვლილება თქვენს ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის და თავს უფრო ენერგიულად და სრულყოფილად იგრძნობთ. დროა, ისარგებლოთ თქვენი შანსით და ისიამოვნოთ ყველაფრით, რასაც ის მოგცემთ. დღეს თქვენ ყურადღების ცენტრში მოხვდებით და ამან არ უნდა შეგაშინოთ. დილიდან ძალიან დატვირთული დღე გელით.
მშვილდოსანი
მიზანს რომ მიუახლოვდეთ, უფრო მეტი შრომა და მონდომებაა საჭირო. ყველაფერი ეს თქვენი პროფესიული განვითარების ინტერესებში შედის, რაც სარგებელს მოგიტანთ. ბოლოს და ბოლოს გაზაფხული თქვენს ქუჩაზეც მოვა. პირად ურთიერთობებში დისტანცია სულაც არ წარმოადგენს პრობლემას სიყვარულის გზაზე, მაგრამ ის აუცილებლად მოითხოვს ცვლილებებს და დღეს ამის მიღწევა შეგიძლიათ.
თხის რქა
ჩანაფიქრის განხორციელების გზაზე დიდი სამუშაო გელით, დღევანდელი დღე კი პოზიტიურ შესაძლებლობებს შემოგთავაზებთ. ეცადეთ ყველაფერი ისე გააკეთოთ, რომ თქვენი შრომის შედეგები ყველამ დაინახოს და იმედგაცრუებული არ დარჩეთ. ბოლოს და ბოლოს იმ დასკვნამდე მიხვალთ, რომ თქვენით მხოლოდ თქვენ აღფრთოვანდებით თუ წარმატების მისაღწევად ბოლომდე არ დაიხარჯეთ.
მერწყული
ამ დღეს მხარდაჭერასა და დახმარებას განსაკუთრებული გულწრფელობით მიიღებთ. სასურველი შედეგის მიღების თანდაყოლილი უნარი ახალი შესაძლებლობების ტრიუმფის მიზეზი გახდება - მოსალოდნელია ძალიან პოზიტიური ცვლილებები. გირჩევთ თავი მთლიანად საქმეს დაუთმოთ და არ ინანებთ.
ამ დღეს როგორც პირადი, ისე ოჯახური პრობლემების მოგვარება მოგიწევთ. აუცილებლობის შემთხვევაში მტკიცე "არა" -ს თქმა უნდა ისწავლოს.
თევზები
კონცენტრირება მნიშვნელოვან საკითხებზე მოახდინეთ და ნუ გაჩერდებით, სანამ არ დაასრულებთ. მნიშვნელოვანია, რომ თქვენს საქმიანობაში არავინ ჩაერიოს, რომ პრობლემასთან გამკლავება რაც შეიძლება სწრაფად შეძლოთ. თუ ყველაფერს სწორად გათვლით, შეიძლება დაწინაურება ან ხელფასის მომატება მიიღოთ.
პირად ცხოვრებაში ყველაფერი შესანიშნავადაა, მაგრამ ეცადეთ მეტი დრო გაატაროთ საყვარელ ადამიანთან და ყურადღება არ მოაკლოთ.
დღეს არჩევანის გაკეთება მოგიწევთ ოჯახთან ერთად დასვენებასა და პარკში გასეირნებას შორის. გირჩევთ არჩევანის გაკეთება არ იჩქაროთ.